HACCP-ის პრინციპების დანერგვასთან დაკავშირებით საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა აჭარაში

სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში მოქმედ საზოგადოებრივი კვების ობიექტებს HACCP-ის პრინციპების დანერგვასთან დაკავშირებით არსებული მოთხოვნები გააცნეს. ამის შესახებ ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, შეხვედრა დარგობრივი ასოციაციების ჩართულობით გაიმართა. სააგენტოს სპეციალისტებმა ბიზნესსექტორს სისტემის მნიშვნელობასა და მისი დანერგვის პრაქტიკასთან დაკავშირებით კვების ობიექტებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს.

„აღინიშნა რომ სააგენტო აქტიურად თანამშრომლობს ბიზნესსექტორთან, რათა უზრუნველყოფილი იყოს ახალი რეგულაციების წარმატებით დანერგვა და მიმდინარე ტურისტულ სეზონზე ობიექტებმა შეუფერხებლად, საქმიანობა სტანდარტების დაცვით გააგრძელონ.

შეხვედრა ევროკავშირისა და საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანმების განხორციელების პროექტის მხარდაჭერით გაიმართა. საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების სისტემის (HACCP) დანერგვა სურსათის უვნებლობის უზრუნველყოფის ერთ-ერთი ეფექტიანი საშუალებაა, რომლითაც შესაძლებელია, ბიზნესოპერატორებმა პოტენციური საფრთხეები თავიდან აიცილონ. რეგულაცია, რომლის მიხედვითაც, ბიზნესოპერატორები, რომლებიც საცალო ვაჭრობის პუნქტებში სურსათის წარმოება-გადამუშავებას ახორციელებენ, დაკისრებული ვალდებულება, საქმიანობა HACCP-ის პრინციპების შესაბამისად აწარმოონ, ძალაში 1 ივნისიდან შევიდა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა