შალვა პაპუაშვილი - ვისაც არ აქვს წინააღმდეგობა, რომ ამნისტია შეეხოს, ყველას შეეხება და ეს არის 19 აპრილის შეთანხმების იდეა

ვისაც არ აქვს წინააღმდეგობა, რომ ამნისტია შეეხოს, ყველას შეეხება და ეს არის 19 აპრილის შეთანხმების იდეა, - ეს განცხადება დღეს პარლამენტში „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა შალვა პაპუაშვილმა გააკეთა.

პაპუაშვილმა ასევე განაცხადა, რომ ოპოზიციის ვერსია შარლ მიშელის დოკუმენტის სულისკვეთებას ეწინააღმდეგება.

„საპარლამენტო ოპოზიციამ „ამნისტიის შესახებ” კანონპროექტს მეორე მოსმენით ხმა არ მისცა, რაც არის აშკარად 19 აპრილის შეთანხმების დარღვევა. იმედია, მესამე მოსმენისთვის მოემზადებიან და პასუხისმგებლობას გაათვიცნობიერებენ, რომ ხელშეკრულებას ხელს რომ აწერენ, ის უნდა შესრულდეს კიდეც. „ამნისტიის შესახებ“ ჩვენი პროექტი სრულ შესაბამისობაშია 19 აპრილის შეთანხმების შინაარსთან და არსთან. ოპოზიციის ვერსია პირდაპირ ეწინააღმდეგება შეთანხმებაში მოყვანილ სიტყვას - „ყველას“. მათ პროექტში წერია, რომ ამნისტირებული უნდა იყოს ნაწილი და არა - ყველა. ამნისტია ეხება ყველა დარღვევას, რომელიც დაკავშირებული იყო 20-21 ივნისის მოვლენებზე“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს