ლიეტუვას პრეზიდენტი პარლამენტში შეხვედრას მართავს

საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი ლიეტუვას პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა პარლამენტში შეხვედრას მართავს. ლიეტუვას პრეზიდენტი საკანონმდებლო ორგანოში პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავას ხვდება. შეხვედრას ასევე ესწრებიან ოპოზიციონერი დეპუტატები - ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშიას" თავმჯდომარე ხატია დეკანოიძე, ფრაქციის „ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის" თავმჯდომარე ბადრი ჯაფარიძე და ფრაქცია „შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფის" წევრი გიორგი ვაშაძე, შეხვედრაზე იმყოფებიან ასევე საპარლამენტო უმრავლესობის წევრები, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი.

დღესვე ლიეტუვის პრეზიდენტი შეხვდება საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს. ასევე, ლიეტუვის პრეზიდენტი საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალს გვირგვინით შეამკობს.

მან შეხვედრები უკვე გამართა საქართველოს პრეზიდენტთან და პრემიერ- მინისტრთან.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს