ანა ნაცვლიშვილი - პროკურატურას ორი წელია დე-ფაქტო ამნისტირებული აქვს უმძიმესი დანაშაულები - ოპოზიცია „ქართული ოცნების“ პროექტს მხარს არ უჭერს

„ქართულ ოცნებას“ და მის ხელთ არსებულ პროკურატურას ორი წელია დე-ფაქტო ამნისტირებული აქვთ უმძიმესი დანაშაულები - ოპოზიცია „ამნისტიის შესახებ“ „ქართული ოცნების“ ვერსიას მხარს არ უჭერს, - ამის შესახებ "ლელოს" დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, ხელისუფლებამ კანონის მიღების გარეშეც დაუსჯელობა უკვე აქცია ფაქტად.

„ჩვენი პოზიციაა, რომ ამ ფაქტის მიუღებლობა გვაქვს - როგორც დე ფაქტო ვითარების, ასევე ამის კანონით გაფორმების. ოპოზიცია "ამნისტიის შესახებ" "ქართული ოცნების" ვერსიას მხარს არ უჭერს. ეს არის უკიდურესად პრობლემური ადამიანის უფლებების თვალსაზრისით. 20 ივნისზე მართლმსაჯულების აღსრულება შესაძლებელი გახდება მხოლოდ მას შემდეგ, რაც შეიცვლება ხელისუფლება და ხელისუფლება იქნება ისეთი პოლიტიკური ძალების ხელში, რომელთაც ეყოფათ გამბედაობა და ზომიერებაც, რომ დათმონ კონტროლი მართლმსაჯულების ინსტრუმენტებზე, ეს მოხდება არჩევნების გზით და ამიტომ გამოსავალი არის ხელისუფლების და მართლმსაჯულების ფუნდამენტური რეფორმირება,“ - განაცხადა ნაცვლიშვილმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს