ბექა ლილუაშვილი - მინდია დავითაძეს გათავისუფლების ბრძანება მხოლოდ იმიტომ  დააწიეს, რომ ის იყო გახარიას დანიშნული თანამდებობაზე

მინდია დავითაძეს გათავისუფლების ბრძანება მხოლოდ იმიტომ დააწიეს, რომ ის იყო გახარიას დანიშნული თანამდებობაზე, - ასე ეხმაურება პარტია „საქართველოსთვის“ წევრი, დეპუტატი ბექა ლილუაშვილი ,“საქპატენტის” თავმჯდომარე მინდია დავითაძის თანამდებობიდან გათავისუფლებას.

ლილუაშვილის შეფასებით, სამწუხაროა, რომ ხელისუფლება მსგავსი პოლიტიკური დევნით სახელმწიფო მმართველობის სისტემას ანგრევს.

„გრძელდება პოლიტიკური ნიშნით კეთილსინდისიერი საჯარო მოხელეების სამსახურიდან გაშვება. ეს იყო ისეთი ფაქტი, რომელიც ძალიან დრამატულია. ადამიანი სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა მივლინებაში და დააწიეს გათავისუფლების ბრძანება მხოლოდ იმიტომ, რომ ის იყო გახარიას დანიშნული თანამდებობაზე. მინდია დავითაძე არის ადამიანი, რომელსაც ეჭირა სხვადასხვა მაღალი თანამდებობა და არავის არასდროს მის კვალიფიციურობასთან დაკავშირებით არ ჰქონია კითხვები. სამწუხაროა, რომ ხელისუფლება მსგავსი პოლიტიკური დევნით უბრალოდ ანგრევს სახელმწიფო მმართველობის სისტემას”, - აღნიშნა ბექა ლილუაშვილმა.

ცნობისთვის, „საქპატენტის“ თავმჯდომარემ, მინდია დავითაძემ განაცხადა, რომ ის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თანამდებობიდან პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლა.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო