ბექა ლილუაშვილი - მამუკა ხაზარაძეს ანაკლიის საკითხთან დაკავშირებით შინაარსობრივი დისკუსიის რესურსი აღარ დარჩა, ამიტომ უსაფუძვლო ბრალდებებზეა გადასული

ვხედავთ, რომ მამუკა ხაზარაძეს აღარ დარჩა ანაკლიის საკითხთან დაკავშირებით შინაარსობრივი დისკუსიის რესურსი, ამიტომ ის გადასულია უსაფუძვლო ბრალდებების გაჟღერებაზე, - ასე პასუხობს პარტია „საქართველოსთვის” პოლიტსაბჭოს წევრი ბექა ლილუაშვილი ანაკლიის პორტთან დაკავშირებით „ლელო საქართველოსთვის” ლიდერის, მამუკა ხაზარაძის მიერ გაკეთებულ განცხადებებს.

ლილუაშვილის თქმით, ანაკლიის განვითარების კონსორციუმი საერთაშორისო არბიტრაჟით ქართველ ხალხს მილიარდ დოლარს ედავება, შესაბამისად, ეს განცხადებები მათი მხრიდან ფინანსურ ინტერესს უკავშირდება.

,,როდესაც სხვადასხვა პოლიტიკური ძალების მიერ ხდება გახარიას გუნდის მიმართ უსაფუძვლო ბრალდებები, ეს ბოლო პერიოდის ტრენდად იქცა. ჩვენ ვხედავთ, რომ მამუკა ხაზარაძეს აღარ დარჩა ანაკლიის საკითხთან დაკავშირებით შინაარსობრივი დისკუსიის რესურსი, ამიტომ ის გადასულია უსაფუძვლო ბრალდებების გაჟღერებაზე. წერილის საქმეზე ჯერ მას ვკითხოთ თვითონ როდის ამბობდა სიმართლეს, როდესაც 2019 წლის მარტში თუ დღეს როდესაც სრულიად სხვა მოცემულობაზეა საუბარი. ჩვენ არ ვაპირებთ ამ თემის აქტუალუზაციას და ამ თემაში მათთან შეყოლას“, - აღნიშნა ბექა ლილუაშვილმა.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო