ლადო კახაძე - რატომ ემსგავსებით ისეთ პოლიტიკოსებს, რომლებსაც ენის ჭკუაზე გინდათ სიარული, ტვინი არსებობს ამისთვის და ბოლოს და ბოლოს, 32 კბილი

რატომ ემსგავსებით ისეთ პოლიტიკოსებს, რომლებსაც ენის ჭკუაზე გინდათ სიარული, ტვინი არსებობს ამისთვის და ბოლოს და ბოლოს, 32 კბილი, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ლადო კახაძემ საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მან დეპუტატებს მიმართა, „ენას კბილი უნდა დააჭირონ“ იმ შემთხვევაში, როცა შესაძლოა, ქვეყნის საზიანოდ რამე წამოსცდეთ.

„ძალიან ხშირად იყენებთ სიტყვა „სადღეგრძელოს“, ასეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ისინი, ვინც ამას უგვანოდ იყენებთ, ცუდად გადღეგრძელეს, როცა დაიბადეთ, ან არასწორად დაიბადეთ ამ ქვეყანაზე და ვერ შეგეგებათ თქვენი წინამორბედი თქვენი მოვლენის გასახალისებლად და ამ სიხარულის გასანაწილებლად. ადამიანებო, ამ სიტყვას დაუკვირდით, პოლიტიკოსების გამოსაყენებელი სიტყვა არ არის სადღეგრძელო, სადღეგრძელოს უკან ლიტერატურაც კარგად უნდა იცოდე, ისტორიაც, შენი საკუთარი ცოდნა მეცნიერების დარგის მიმართ, თუ გაქვთ ასეთი დარგი, არ ვიცი. პოლიტიკოსები გახდით სულ ყველანი, არაფერი გამოგივლიათ ამ ქვეყანაზე, პირდაპირ ტრიბუნასთან დადექით. ეს გულს ტკენს ჩემს თაობას, რომელსაც დღე და ღამე აქვს ნამუშევარი, ყველაფერი აქვს გაკეთებული თავის ცხოვრებაში, რომ მოსულიყო და საჯარო სიტყვა ეთქვა. დალოცვილიშვილებო, დედის ძუძუს რძე არ შეგრჩენიათ პირზე და ასეთ რამეს ლაპარაკობთ ტელევიიზიით, საჯარო სივრცეში, როგორ შეიძლება ეს. საჯარო სივრცეს გაუფრთხილდით, თქვენ თუ რაღაც დაგაკლოთ გამჩენმა, მათ მაინც გაუფრთხილდით.

პოლიტიკური ტრიბუნა ნიშნავს თანაზიარობას, გამოსწორებას, შექმნას. ერთი და იგივე სიბინძურეს ასე ადვილად რომ გადმოანთხევთ პირის ღრუდან. უნდა შეგეკითხოთ ახლა დარბაზში მონაწილეების დიდ ნაწილს და გითხრათ, ენა მეტყველების ორგანოა? დამიდასტურებთ, ჰო მეტყველების ორგანოაო. არცერთი სწორი არ იქნებით, ვინც ამაზე თანახმა ხართ. ენა მეტყველების ორგანო კი არა, მეტყველებაში მონაწილე ორგანოა. ტვინის ნებას უნდა ასრულებდეს და ენის ჭკუაზე რომ ტვინმა იაროს, შეიძლება ეს?! რატომ ემსგავსებით ისეთ პოლიტიკოსებს, რომლებსაც ენის ჭკუაზე გინდათ სიარული, ტვინი არსებობს ამისთვის და ბოლოს და ბოლოს, 32 კბილი. ზოგჯერ ენას კბილი უნდა დააჭირო, როცა შენი ქვეყნის საზიანოდ შეიძლება რამე წამოგცდეს“, - განაცხადა კახაძემ.

ეკატერინე ციმაკურიძე - სასამართლოსა და პროკურატურის რეფორმისთვის რეალური ნაბიჯების გადაუდგმელად ევროინტეგრაცია ვერ მოხდება, თუნდაც სხვა ყველა საკითხი შესრულდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 11.08.2022
გიორგი კუნაძე - რუსეთის რეჟიმის  კრახი გარდაუვალია, დღეს უკვე ცხადად ჩანს, რომ ეს მხოლოდ დროის საკითხია