„ალდაგის“ კორპორატიულ მომხმარებლებს „უსაფრთხო გარემოსგან“ განსაკუთრებული შეთავაზება აქვთ

„ალდაგის“კორპორატიულ მომხმარებლებს „უსაფრთხო გარემოსგან“ განსაკუთრებული შეთავაზება აქვთ. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია „ალდაგი“ ავრცელებს.

„უსაფრთხო გარემოსა“ და „ალდაგის“ პარტნიორობის შედეგად, ალდაგის კორპორატიულ მომხმარებელს შრომის უსაფრთხოების მომსახურებაზე, 25%-მდე ფასდაკლების მიღების საშუალება ექნება.

„ალდაგის“ მომხმარებლებს კომპანია შრომის უსაფრთხოების მომსახურების სრულ პაკეტს სთავაზობს, კერძოდ: შრომის უსაფრთხოების პოლიტიკის შემუშავება; საფრთხეების გამოვლენა და რისკების შეფასება; მაკორექტირებელი ღონისძიებების შემუშავება; უსაფრთხოების ნიშნების შერჩევა, დამზადება და განთავსება; ინდივიდუალური და კოლექტიური დაცვის საშუალებების განსაზღვრა და რეკომენდაციების მომზადება; ინსტრუქციების - ტრენინგების მომზადება და ჩატარება , შრომის უსაფრთხოების 29 მოდული; სახანძრო უსაფრთხოების არსებული მდგომარეობის შეფასება; მონიტორინგი და ინსპექტირება; დასკვნის მომზადება; შრომის უსაფრთხოების დოკუმენტაციის შედგენა, მართვა და კონტროლი; საევაკუაციო გეგმის მომზადება და განთავსება.

„მოხარული ვართ, რომ შედგა ორმხრივი თანამშრომლობა, რათა მხარი დავუჭიროთ „ალდაგის“ კლიენტ კომპანიებს, მაქსიმალურად ეფექტურად, პროფესიონალების დახმარებით დანერგონ უსაფრთხოებისთვის საჭირო ღონისძიებები. შრომის უსაფრთხოების უზრუნველყოფა მაღალრისკიან სფეროში მოქმედი კომპანიებისთვის კანონმდებლობით სავალდებულოა და ის მრავალ დეტალს მოიცავს, ამიტომ პროცესის სწორად მართვას დარგის სპეციალისტები სჭირდება. მზად ვართ „ალდაგის“ მომხმარებელს დავეხმაროთ კანონის შესაბამისად უსაფრთხოების უზრუნველყოფაში“, - განაცხადეს „უსაფრთხო გარემოში“.

„ალდაგსა“ და „უსაფრთხო გარემოს“ შორის არსებული შეთანხმების შედეგად ტურისტულ ინდუსტრიაში მოქმედი კომპანიებისთვის განსაკუთრებული შეთავაზებები იმოქმედებს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა