ევროკავშირის ელჩი - ამჟამად საქართველოში დაახლოებით 200 პროექტს ვახორციელებთ - Covid-თან დაკავშირებით ნამდვილად ვამაყობ იმით, რაც შარშან მოვახერხეთ

ამჟამად საქართველოში დაახლოებით 200 პროექტს ვახორციელებთ - Covid-თან დაკავშირებით კი ნამდვილად ვამაყობ იმით, რაც შარშან მოვახერხეთ“, - ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში კარლ ჰარცელმა „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა.

მან უპასუხა შეკითხვაზე ევროკავშირის მიმდინარე პროექტების და იმის შესახებ, თუ რაზე კეთდება ყველაზე დიდი აქცენტი და რომელი საკითხია მისთვის ყველაზე საამაყო.

„აქ ბევრ სექტორში ვართ ჩართულები - ყოველწლიურად რაღაც ახალში უფრო შევდივართ, ვიდრე სხვადასხვა პრიორიტეტებს ვისახავთ და ვცვლით. თუ არ ვცდები, ამჟამად საქართველოში დაახლოებით 200 პროექტს ვახორციელებთ. Covid-თან დაკავშირებით ჩვენს რეაგირებაზე რომ ვისაუბროთ, ჩემგან ადრეც მოისმენდით, რომ ნამდვილად ვამაყობ იმით, რაც შარშან მოვახერხეთ, რომ ძალიან სწრაფად გადავეწყეთ ამ კრიზისულ რეჟიმზე, რათა მთავრობისთვის ანტიკრიზისულ გეგმაში მხარი დაგვეჭირა; ამასთანავე, ჩვენი მხარდაჭერა მოიცავდა როგორც რჩევებს, ისევე, დაფინანსებას. ვცდილობდით, დავხმარებიოდით მცირე და საშუალო საწარმოებს, სოციალურად დაუცველ ჯგუფებს; მჭიდროდ ვთანამშრომლობდით მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციასთან იმ პროდუქტების გადმოსაცემად და საჭიროებების დასაკმაყოფილებლად, რაც ჯანმრთელობის სექტორში აშკარად არსებობდა. ამას ბევრი შრომა დასჭირდა და მე ძალიან ვამაყობ ჩემი პერსონალის წევრებით, რომლებიც Covid-ის რთული პირობების დროს მუშაობდნენ, მათ შორის - დისტანციურად, და მაინც, კოვიდთან გამკლავება მოხერხდა“, - აღნიშნა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში.

იხილეთ ინტერვიუ სრულად:

ანდრო გოცირიძე - 3+3-ის ფორმატის უსარგებლობა და საფრთხის შემცველობა ცხადია, უკრაინაში მიმდინარე მოვლენების ფონზე მასში საქართველოს გაწევრიანება, შესაძლოა, რუსეთიდან ჩვენზე ზეწოლის ერთ-ერთი მიმართულებაც იყოს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.01.2022
იოსებ ბარათაშვილი - ხაზარაძე-ჯაფარიძისა და წერეთლის საქმე  ერთი მხრივ, შერჩევითი და შეკვეთილი  მართლმსაჯულების, ხოლო მეორე მხრივ კი გამოძიების მწარმოებელი ორგანოს არაკომპეტენტურობის ნიმუშია
თბილისში დავით წინასწარმეტყველის ბიუსტი გაიხსნა
„კარფურისა“ და Mastercard-ის შეთავაზება გრძელდება - „კარფურის“ მიტანის სერვისის ახალი აპლიკაცია შოპინგს კიდევ უფრო მოსახერხებელს ხდის
„სილქფესტი“ ულიმიტო სასაუბრო პაკეტებს ინტერნეტის სასურველ პირობასთან ერთად გვთავაზობს!
IONIQ 5-ისა და TUCSON-ის ჰოლივუდური დებიუტი ახალ სპაიდერმენში