ხატია დეკანოიძე - ამნისტიის გარდა ჩვენ მზად ვართ თანამშრომლობის პასუხისმგებლობა ავიღოთ მართლმსაჯულების საკითხზე, საკონსტიტუციო ცვლილებებზე, ცესკოს რეფორმებზე

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“-„გაერთიანებული ოპოზიცია-ძალა ერთობაშიას“ თავმჯდომარე ხატია დეკანოიძის განცხადებით, მათი ფრაქცია ამნისტიის შესახებ კანონპროექტის გარდა, სხვა კანონპროექტებზე თანამშრომლობის პასუხისმგებლობის ასაღებად მზად არის.

როგორც დეკანოიძემ განმარტა, აღნიშნულ საკითხზე სხვადასხვა პარტიის ლიდერებს და წარმომადგენლებს უახლოეს მომავალში შეხვდებიან.

,,ამნისტიის გარდა ჩვენ მზად ვართ ავიღოთ თანამშრომლობის პასუხისმგებლობა მათ შორის მართლმსაჯულების საკითხზე, საკონსტიტუციო ცვლილებებზე, ცესკოს რეფორმებზე და ა.შ. ჩვენ მზად ვართ, რომ ვითანამშრომლოთ სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიებთან. ამასთან დაკავშირებით ვაპირებთ შევხვდეთ ფრაქციების ლიდერების და წარმომადგენლობის დონეზე, მათ შორის უმრავლესობასა და სხვადასვა ოპოზიციურ პარტიებს”, - აღნიშნა ხატია დეკანოიძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა