„საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” 15-17 ივნისს ვლადიკავკაზ-თბილსის მ/გ-ის სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს განახორციელებს

შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” 15-17 ივნისის ჩათვლით ვლადიკავკაზ-თბილისის D-700მმ მაგისტრალური გაზსადენის 195.5 და 207.0 კილომეტრებზე არსებულ მონაკვეთებზე სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს განახორციელებს. ამის შესახებ ინფორმაციას შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ ავრცელებს.

კომპანიის ინფორმაციით, აღნიშნული ვითარებიდან გამომდინარე, 15 ივნისის 06:00-დან 17 ივნისის 11:00 საათამდე ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყდებათ შ.პ.ს. "ენერგოკავშირის" მომხმარებლებს (მუხიანის I, II, III, IVა და IVბ მიკრო რაიონის და მუხიანის კერძო დასახლებას.) ასევე შ.პ.ს. "ყამარის" მომხმარებლებს.(თემქაზე, ზღვის დასახლებას, ავშნის ქუჩას, ფრანგიშვილისა და მონადირის ქუჩის მოსახლეობას.)

ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” სისტემატურად ახორციელებს გაზსადენებისა და გაზგამანაწილებელი სადგურების სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს, რაც მომხმარებლების უსაფრთხო, საიმედო და უწყვეტ გაზმომარაგებას უზრუნველყოფს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს