ირაკლი ღარიბაშვილი - ძალიან პროდუქტიული შეხვედრა მქონდა საქართველოს დიდ მეგობარ და მოკავშირე გიტანას ნაუსედასთან

ძალიან პროდუქტიული შეხვედრა მქონდა საქართველოს დიდ მეგობარ და მოკავშირე გიტანას ნაუსედასთან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.

მთავრობის მეთაური ყურადღებას ამახვილებს იმ ძირითად საკითხებზე, რაც შეხვედრის განმავლობაში განიხილეს.

„ძალიან პროდუქტიული შეხვედრა მქონდა საქართველოს დიდ მეგობარ და მოკავშირე გიტანას ნაუსედასთან. განვიხილეთ საქართველოში მიმდინარე რეფორმები, ევროპულ და ევროატლანტიკურ გზაზე მიღწეული წინსვლა და სხვადასხვა სექტორში ლიეტუვა-საქართველოს თანამშრომლობის გაფართოებისთვის საჭირო შემდგომი ნაბიჯები“, - აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს