გიორგი ვაშაძე - „ქოც-ნაცური“ დაპირისპირება უნდა დავასრულოთ

„ქოც-ნაცური“ დაპირისპირება უნდა დავასრულოთ, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა, დეპუტატმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, ხომ არ ურჩია ლიეტუვას პრეზიდენტმა „ქართულ ოცნებას“ და ოპოზიციას პოლიტიკური კინკლაობის დასრულება და ოკუპაციის პრობლემაზე ერთობლივად ზრუნვა.

ვაშაძის თქმით, თუ "ქოც-ნაცური დაპირისპირება" არ დასრულდება, მუდმივად უსაგნო კამათს ექნება ადგილი, მათ შორის, პარლამენტშიც.

"ლიეტუვის პრეზიდენტმა გაამახვილა ყურადღება თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი დასავლური ინტეგრაცია, დაგვპირდა, რომ ყველაფერს გააკეთებს ამ კუთხით. რაც შეეხება იმას, თუ დაპირისპირება უნდა დავასრულოთ, მე გეტყვით -„ქოც-ნაცური დაპირისპირება უნდა დავასრულოთ საქართველოში, რომ ქვეყანამ დაიწყოს ნორმალური განვითარება, სხვა შემთხვევაში, მუდმივი კინკლაობა და უსაგნო კამათი იქნება, თუნდაც, პარლამენტის დარბაზში,"- განაცხადა ვაშაძემ.

ლიეტუვას პრეზიდენტმა გუშინ განაცხადა, რომ უკიდურესად მნიშვნელოვანია, არსებულ პირობებში, როგორიც არის „სამხრეთ ოსეთისა“ და აფხაზეთის ოკუპაცია, რომ ქვეყანა იყოს ერთიანი. " თუ საქართველოში იქნება შიდა არეულობა, დარჩება ის პრობლემები, რომლებიც ჯერ კიდევ გადაუჭრელია, რეფორმები გვიან და ნელა განხორციელდება, ასეთ შემთხვევაში, ძალიან რთული იქნება ევროკავშირთან ინტეგრაციის ამბიციური გეგმის განხორციელება,"- აღნიშნა მან.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა