საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, კახა კუჭავა ლიეტუვას რესპუბლიკის პრეზიდენტს, გიტანას ნაუსედას შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, კახა კუჭავა ლიეტუვას რესპუბლიკის პრეზიდენტს, გიტანას ნაუსედას შეხვდა.

საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის არსებულ მეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთობებზე ისაუბრეს. აღინიშნა, რომ ორმხრივი კავშირების კიდევ უფრო გაღრმავებაში, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება მჭიდრო საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობას.

„საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი, ამ გზაზე მიღწეული პროგრესი და გამოწვევები იყო.

ყურადღება გამახვილდა ჩვენს ქვეყანასა და ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსს შორის არსებულ თანამშრომლობასა და საქართველოს ნატოსთან თავსებადობაზე. მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ მომავალ ნატოს სამიტის დეკლარაციაში აისახება პროგრესი, რომელსაც საქართველომ ინტეგრაციის მიმართულებით მიაღწია.

პარლამენტის თავმჯდომარემ პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკური მისწრაფებების მუდმივი მხარდაჭერისათვის.

შეხვედრაზე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება, ასევე საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები მოსახლეობის მძიმე პრობლემები განიხილეს. გიტანას ნაუსედამ ლიეტუვას მხრიდან ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისა ურყევი მხარდაჭერა დაადასტურა.

შეხვედრას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ავთანდილ ენუქიძე, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მაკა ბოჭორიშვილი, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე, ფრაქციის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ თავმჯდომარე, ხატია დეკანოიძე, ფრაქციის „ლელო-პარტნიორობა საქართველოსთვის“ თავმჯდომარე, ბადრი ჯაფარიძე და ფრაქციის „შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფის“ წევრი, გიორგი ვაშაძე ესწრებოდნენ“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა