საგარეო საქმეთა სამინისტროსა და მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის ერთობლივი პროექტის, განახლებული EU Visa Free მობილური აპლიკაციის პრეზენტაცია გაიმართა

დღეს, საგარეო საქმეთა სამინისტროსა და მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის ICMPD ერთობლივი პროექტის, განახლებული EU Visa Free მობილური აპლიკაციის პრეზენტაცია გაიმართა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა საგარეო საქმეთა მინისტრის მოდგილემ ხათუნა თოთლაძემ.

მინისტრის მოადგილემ აპლიკაციის მნიშვნელობაზე, უვიზო მიმოსვლის საკითხზე და მიგრაციის გამოწვევებზე ისაუბრა. აღნიშნა ვიზალიბერალიზაციის ეფექტიანი განხორციელებისა და ამ კუთხით საზოგადოების ინფორმირების მნიშვნელობა. ხაზი გაესვა თუ რამდენად გაამარტივებს eu visa free აპლიკაცია მოქალაქეებისთვის აუცილებელი ინფორმაციის მიწოდებას.

უწყების ცნობით, ღონისძიების ფარგლებში, ასევე გაიმართა კვლევის - "კოვიდ-19 პანდემიის გავლენა მიგრაციაზე, მობილობასა და ევროკავშირში უვიზო მიმოსვლაზე“ პრეზენტაცია.

კვლევა ჩატარდა კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის მიერ მთელი ქვეყნის მასშტაბით, ENIGMMA 2 „მიგრაციის მართვის მდგრადობის ხელშეწყობა საქართველოში“ პროექტის მხარდაჭერით და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობით. ღონისძიებას ესწრებოდნენ სამთვრობო უწყებების და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს