ალეკო ელისაშვილი ფინანსთა მინისტრს - გაოგნებული ვარ, ერთხელ არ გიხსენებიათ პანდემიის პირობებში „ქამრების შემოჭერა“

სიმართლე გითხრათ, ძალიან იმედგაცრუებული და გაოგნებული ვარ, ერთხელ არ ახსენეთ ამ ერთწლიანი პანდემიის და ქვეყნის გაღატაკების დროს რა გააკეთეთ თქვენ, როგორც ფინანსთა მინისტრმა იმისთვის, რომ მთავრობის ხარჯები შეგემცირებინათ. ერთხელ არ გიხსენებიათ „ქამრების შემოჭერა“, - ასე მიმართა „მოქალაქეების“ ლიდერმა, დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა პარლამენტში ფინანსთა მინისტრს, რომელსაც „მინისტრის საათის“ ფორმატში უსმენენ.

ალეკო ელისაშვილმა ლაშა ხუციშვილს მოუწოდა, დაესახელებინა კონკრეტული ციფრები და თანხა, რაც მოსახლეობის საჭიროებას მოხმარდა.

„აქამდე ამბობდით მაინც, თქვენი წინამორბედები ამბობდნენ ხოლმე „ქამრებს შემოვიჭერთო“. წესით, თქვენ ხართ ის ადამიანი, ვინც უნდა შემოუჭიროს მთავრობას „ქამარი“. გვითხარით ციფრები, თანხა, რას მოაკელით, სად მოუჭირეთ ეს „ქამარი“ და როგორ გადაანაწილეთ გაჭირვებულ ადამიანებზე დაზოგილი თანხა“, - განაცხადა ელისაშვილმა.

მან ასევე გარემოვაჭრეების პრობლემებზეც ისაუბრა.

„ამ ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე დაუცველი ხალხი არიან გარემოვაჭრეები, რომლებიც ლუკმა-პურისთვის მთელი დღის განმავლობაში, წვიმაში, ქარში, ტალახში დგანან და სხვადასხვა პროდუქტით ვაჭრობენ. ხან ჩამოუქროლებს სხვადასხვა მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის სამსახური, დააწიოკებს ამ ხალხს, აყრის, გაყრის, არ შეიძლება, რომ რაღაც ადამიანური წესები მოვიფიქროთ ამ ხალხისთვის, საგადასახადო რეჟიმი თუ რაღაც სხვა, რომ ადამიანებად გრძნობდნენ თავს და სულ მორიგი თავდასხმის შიში და მოლოდინი არ ჰქონდეთ?!“,-მიმართა ელისაშვილმა ფინანსთა მინისტრს.

ამასთან, ის ვეტერანების დახმარების საკითხაც შეეხო. როგორც ალეკო ელისაშვილმა აღნიშნა, სირცხვილია, როცა მათი თავგანწირვა მხოლოდ 22 ლარი ღირს.

„სირცხვილია, რომ სამშობლოსთვის თავგანწირვა ღირს 22 ლარი. ზუსტად ამდენ თანხას იღებენ ვეტერანები თვიდან თვემდე. 37 მილიონი ლარია საჭირო იმისთვის,რომ სულ მცირე 100 ლარამდე გაიზარდოს ეს დახმარება, არც 100 ლარი არის ღირსეული თანხა, ესეც სამარხცვინოა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, რაღაცაა, რომ ამ ადამიანებმა იფიქრონ, ტყუილად არ დასახიჩრებულან, ტყუილად არ შეუშვერიათ მოწინააღმდეგისთვის შუბლი. იქნებ მოიძიოთ ეს თანხა, მითუმეტეს, თუ ბიუჯეტის კორექტირებას აპირებთ“, - განაცხადა ელისაშვილმა.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო