გიორგი ხოჯევანიშვილი - ევროკავშირის ელჩი ჩვენს პროევროპულობაზე საუბრობს, ეს ცხადყოფს, რომ ჩვენ ვართ არა „ნაცმოძრაობის” ან „ოცნების” გაგრძელება, არამედ გუნდი, რომელიც ევროპულ იდეალებს ემსახურება

ევროკავშირის ელჩი საქართველოში საუბრობს ჩვენი პოლიტიკური გუნდის პროევროპულობაზე. ესეც ცხადყოფს, რომ ჩვენ ვართ არა რომელიმე პარტიის, მაგალითად ,,ნაციონალური მოძრაობის” ან ,,ქართული ოცნების” გაგრძელება, არამედ ვართ გუნდი, რომელიც ევროპულ იდეალებს ემსახურება, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, დეპუტატმა გიორგი ხოჯევანიშვილმა „ინტერპრესნიუსისთვის“ მიცემულ კარლ ჰარცელის ინტერვიუზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, კარლ ჰარცელის პოზიცია თანხვედრაშია მათი პოლიტიკური გუნდის პოზიციასთან, რომ სრულად უსაფუძვლოდ გახდნენ სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების მხრიდან ბრალდებების და ტყუილების სამიზნე.

,,მინდა გამოვეხმაურა საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელის განცხადებას, მისი პოზიცია სრულ თანხვედრაშია იმ პოზიციასთან, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ, რომ სრულად უსაფუძვლოდ გავხდით სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების მხრიდან ბრალდებების და ტყუილების სამიზნე, მე მათ მოვუწოდებდი, რომ მსგავსი საქმიანობით დაკავების ნაცვლად დაკავდნენ იმ საქმეებით, რომელიც ჩვენს საზოგადოებას აინტერესებს. ევროკავშირის ელჩი საუბრობს ჩვენი პოლიტიკური გუნდის პროევროპულობაზე, მინდა მადლობა გადავუხადო მას ამ პასაჟისთვის. ესეც ცხადყოფს, რომ ჩვენ ვართ არა რომელიმე პარტიის, მაგალითად, „ნაციონალური მოძრაობის” ან ,,ქართული ოცნების” გაგრძელება, არამედ ვართ გუნდი, რომელიც ევროპულ იდეალებს ემსახურება და დემოკრატიული პრინციპების გათვალისწინებით ავაშენებთ ძლიერ სახელმწიფოს”, - აღნიშნა გიორგი ხოჯევანიშვილმა.

ცნობისთვის, „ინტერპრესნიუსთან” ინტერვიუში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა პარტია ,,საქართველოსთვის” და მის ლიდერ გიორგი გახარიას შესახებაც ისაუბრა. ელჩის თქმით, აღნიშნული პარტია ,,კიდევ ერთი არსებითად პროევროპული პარტიაა, რომელიც ამ იდეალების პოპულარიზაციას შეეცდება”.

მისივე განცხადებით, ,,ეს პარტია და მისი ლიდერი, ვფიქრობ, ყველა მხრიდან უკვე საკმაოდ მკაცრი, გნებავთ, პოლარიზებული კომენტარების ობიექტები გახდნენ”.

ვაჟა ბერიძე - ქართული სახელმწიფოებრიობა საფრთხეშია - ჩვენ ისევ დასამტკიცებელი გვაქვს, რომ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას ვიმსახურებთ
ნათია ფიფია - დასავლურ საგანმანათლებლო სისტემასთან მიახლოება ხანგრძლივი პროცესია და მოითხოვს, ერთი მხრივ გლობალურ გამოწვევებს ვუპასუხოთ, მეორე მხრივ, მივუახლოვდეთ ქართულ რეალობასთან მორგებულ დასავლურ სტანდარტებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
სებსბერი - მოცვის პლანტაციები გურიაში
Wendy’s®-მა თავისუფლების მოედანზე მორიგი ფლაგმანი რესტორანი გახსნა
ლეგენდების საქველმოქმედო მატჩი ლისაბონში SMH Sports-ის მონაწილეობით გაიმართება
ქართული რივიერა უნიკალური მიკროკლიმატითა და სანაპირო ზოლით - ადგილი, რომელიც ერთი ჩასვლით შეგიყვარდებათ
2026 წლის რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს
BGA-ს დამფუძნებლები გენერალური პროკურორისგან ირაკლი გილაურის წინააღმდეგ საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვენ
სიახლე PSP-ში - ოლიგოთერაპიის ლიდერი ფრანგული ბრენდი „ლაბორატორია გრანიოს” პროდუქტები უკვე საქართველოშია
ახალი ლოკაციები, მაღალი ხარისხი - „რომპეტროლი“ ქსელის გაფართოებას განაგრძობს