გიორგი ხოჯევანიშვილი - ჩამოყალიბდნენ, ვინ შეასრულა ფოსტალიონის როლი, ვინ მიიღო წერილი, სად გადასცეს და საზოგადოებას შემდეგ შესთავაზონ ერთი ვერსია

დღეის მდგომარეობით, ყოველ დღე ახალ-ახალ ვერსიას გვთავაზობენ, რაც განპირობებულია იმით, რომ მსგავსი აბსურდული საუბრით პოლიტიკური დღის წესრიგის შექმნა სურთ, - ასე ეხმაურება პარტია „საქართველოსთვის“ წევრი, დეპუტატი გიორგი ხოჯევანიშვილი ანაკლიის პორტთან და ე.წ. მუქარის წერილთან დაკავშირებით ,,ლელოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განცხადებებს.

ხოჯევანიშვილის განცხადებით, აბსოლუტურად უსაფუძვლოა ის ბრალდებები, რაც მათ გუნდს და ყოფილ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას შეეხება. მისივე თქმით, ეს განცხადებები პარტია „საქართველოსთვის” პოლიტიკურ ასპარეზზე გააქტიურებას უკავშირდება.

„აბსოლუტურად უსაფუძვლოა ის ბრალდებები, რაც ჩვენს მიმართ ისმის ბოლო პერიოდში. ეს პირდაპირ თანხვედრაშია ჩვენს გააქტიურებასთან. უსაფუძვლო ბრალდებები ისმის ყველა პოლიტიკური ჯგუფიდან. მათ მოვუწოდებდი, საქმეს მიხედონ, ქვეყნისთვის იფიქრონ და დროს ნუ დახარჯავენ უსაფუძვლო ბრალდებების მოგონებაზე. ამ ბრალდებების ავტორები ჩამოყალიბდნენ, ვინ შეასრულა ფოსტალიონის როლი, ვინ მიიღო წერილი, სად გადასცეს და საზოგადოებას შემდეგ შესთავაზონ ერთი ვერსია. დღეის მდგომარეობით, ყოველ დღე ახალ-ახალ ვერსიას გვთავაზობენ, რაც განპირობებულია იმით, რომ პოლიტიკური დღის წესრიგის შექმნა მსგავსი აბსურდული საუბრით სურთ”, - აღნიშნა გიორგი ხოჯევანიშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო