მამუკა მდინარაძე - მხოლოდ იმისთვის, რომ ნიკა მელია თან წინააღმდეგი იყოს ამნისტიის და მიშელის შეთანხმების და თან შეეხოს ამნისტია, დარაზმულია მთელი ოპოზიცია

მხოლოდ იმისთვის, რომ ნიკა მელია თან წინააღმდეგი იყოს ამნისტიის და შარლ მიშელის შეთანხმების და თან შეეხოს ამნისტია, დარაზმულია მთელი ოპოზიცია,- ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, უმრავლესობის პროექტი ამნისტიის შესახებ სრულად იზიარებს შარლ მიშელის დოკუმენტის სულისკვეთებას.

„მათ არა მხოლოდ ამნისტიაზე დათანხმება, არამედ შარლ მიშელის შეთანხმებაზე ხელის მოწერა მოუწევთ. რაც შეეხება იმას, თუ რატომ არ ეთანხმებიან ჩვენს მიერ წარდგენილ კანონპროექტს - მხოლოდ იმისთვის, რომ ნიკა მელია თან წინააღმდეგი იყოს ამნისტიის და შარლ მიშელის შეთანხმების და თან შეეხოს ამნისტია, დარაზმულია მთელი ოპოზიცია. მეტი არაფერი ხდება განსაკუთრებული. კეთილი ინებოს, კი არ დაეთანხმოს, პოზიციაც კი არ დააფიქსიროს და ამ შემთხვევაში, შეეხება“, - განაცხადა მდინარაძემ.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა