ნათია თურნავა - ბათუმის ახალი მულტიმოდალური ტერმინალის გახსნა იმის მაგალითია, რომ ჩვენ უკვე ვართ ძალიან ძლიერი, რეგიონალური ლოგისტიკური ჰაბი

ბათუმის საზღვაო ნავსადგურში ისეთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება, როგორიცაა მულტიმოდალური კარბამიდის ტერმინალი, იმის მაგალითია, რომ ჩვენ უკვე ვართ ძალიან ძლიერი რეგიონალური ლოგისტიკური ჰაბი, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დღეს ბათუმში ტერმინალის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც „ინტერპრესნიუსს” ეკონომიკის სამინისტროდან აცნობეს, ღონისძიებას ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელთა და პროექტის ინვესტორთა გარდა, ასევე დაესწრნენ საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, ბიზნეს-სექტორის და საზოგადოების წარმომადგენლები. ამასთან, ტერმინალის გახსნის ცერემონიას ასევე დაესწრნენ კომპანია Trammo-ს პრეზიდენტი ედვარდ ვეინერი და საქართველოში სამუშაო ვიზიტით მყოფი უზბეკეთის რესპუბლიკის ინვესტიციებისა და საგარეო ვაჭრობის მინისტრის მოადგილე ბაჰტიარ რახიმოვი.

ნათია თურნავამ დამსწრე საზოგადოებას მიულოცა ამ მნიშვნელოვანი პროექტის წარმატებით განხორციელება, მისი ინფორმაციით, ახალი ტერმინალი წელიწადში გადაამუშავებს და გადაზიდავს 1 500 000 ტონა მინერალურ სასუქს. ბათუმის პორტში ახალი მულტიმოდალური ტერმინალის ინვესტორები არიან ამერიკული კორპორაცია ,,Trammo“ და კომპანია ,,Wondernet Exspress Investment Group“. პროექტში 25 მილიონი დოლარის ოდენობის ინვესტიცია განხორციელდა”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

„ეს პროექტი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, პირველ რიგში იმიტომ, რომ აშენდა და დასრულდა მიუხედავად გლობალური პანდემიისა და სწორედ გლობალური პანდემიის პირობებში, როდესაც მსოფლიოს და საქართველოს ეკონომიკას ყველაზე მეტად უჭირდა. არის კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მიზეზი, რატომაც განსაკუთრებით გვიხარია ამ პროექტის, ახალი ტერმინალის ამოქმედება - ეს არის საერთაშორისო, გლობალური ინვესტიცია“, - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

ამასთან, ნათია თურნავამ განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა, რომ ამ მასშტაბის პროექტის განხორციელება კიდევ ერთხელ ამტკიცებს საქართველოს, როგორც ძლიერი რეგიონალური ლოგისტიკური ჰაბის როლს და ფუნქციას.

„პროექტი შექმნილია ამერიკული, უზბეკური და ქართული ინვესტიციის სინერგიით, ეს ნიშნავს, რომ საქართველო, როგორც კარიბჭე ამ რეგიონში, კერძოდ, ბათუმის პორტი, რომელიც ყოველთვის უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებდა და კვლავაც შეასრულებს იმ თვალსაზრისით, რომ ერთმანეთთან აკავშირებს ევროპის და აზიის, დასავლურ და აღმოსავლურ ბაზრებს, რეალურად მასპინძლობს ასეთ პროექტს. ეს მაგალითია იმის, რომ ჩვენ უკვე ვართ ძალიან ძლიერი რეგიონალური ლოგისტიკური ჰაბი. აქ ერთად არის შეზავებული შუა აზიელი, ქართველი და აშშ-ელი ინვესტორის საერთო ინტერესი, რომელიც, რა თქმა უნდა, არის ჩვენი სახელმწიფო ინტერესი, ეს იმას ნიშნავს, რომ ტვირთები შუა აზიიდან აზერბაიჯანის გავლით სწორედ ბათუმის პორტის, აქ შექმნილი სიმძლავრეების მეშვეობით გადანაწილდება სრულიად მსოფლიოში - ამერიკაში, ევროპაში, აფრიკაში, ავსტრალიაში“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა