მამუკა მდინარაძის განცხადებით, პარტიას დაფინანსება არ შეუწყდება, თუ ის ბოიკოტის რეჟიმში იმყოფება და ოპოზიციის საუბარი კანონპროექტის სადამსჯელო მექანიზმად გამოყენებაზე, სპეკულაციაა

რეალურად, მათ სურთ კანონი იმგვარად არეგულირებდეს პარტიების დაფინანსებას, რომ შეეძლოთ ბოიკოტიც კი არ გამოაცხადონ, უბრალოდ, ­არ იარონ, არ შემოვიდნენ პარლამენტში, მათზე დაკისრებული მოვალეობა არ შეასრულონ და ისე მიიღოს პარტიამ დაფინანსება, - ასე ეხმიანება ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე ჟურნალისტებთან, პარტიების დაფინანსების შესახებ მმართველი გუნდის კანონპროექტზე ოპოზიციის შეფასებებს.

მდინარაძის თქმით, პარტიას დაფინანსება არ შეუწყდება თუ ის ბოიკოტის რეჟიმში იმყოფება და ოპოზიციის საუბარი კანონპროექტის სადამსჯელო მექანიზმად გამოყენებაზე, სპეკულაციაა.

„ეს ოდნავ უტრირებულად ნიშნავს, რომ მაგალითად, რომელიმე თქვენგანმა თქვას, მე ხელფასი უნდა მომცეთ, სამსახურში ვივლი თუ არა. როცა პარტია და მისი საპარლამენტო შემადგენლობის ნახევარი უბრალოდ უარს ამბობს ბოიკოტის რეჟიმზეც კი, ამ შემთხვევაში მათ არ დაუფინანსდებათ პარტია. სადამსჯელო ღონისძიებებზე საუბრობენ სპეკულაციურად და დიდი ხნის განმავლობაში არის უკვე ნორმა პარლამენტის რეგლამენტში, რომ თუ ნახევარზე მეტს გააცდენს დეპუტატი, ხელფასს ვერ მიიღებს, ამაზე არავის მოფიქრებია სადამსჯელო ღონისძიებად შეფასება, რადგან ეს სწორია, ასევე სწორია პარტიების დაფინანსებაზე ჩვენი პროექტიც,"- განაცხადა მდინარაძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა