მამუკა მდინარაძე - ერთმანეთში გაარკვიონ - მმართველი გუნდი გამიჯნულია დამოკიდებულებებს, რასაც მამუკა ხაზარაძე და გიორგი გახარია ერთმანეთს აბრალებენ

მმართველი გუნდი გამიჯნულია მსგავს დამოკიდებულებებს, რასაც დღეს მამუკა ხაზარაძე და გიორგი გახარია ერთმანეთს აბრალებენ - ჩვენი მხრიდან, არასდროს გუნდის არც ერთი წევრის მიმართ, არც დავალება, არც თხოვნა, არც მოწოდება არ ყოფილა, რომ ერთმანეთისთვის წერილები გადაეცათ , - ამის შესახებ ჟურნალისტებთან ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ წერილთან დაკავშირებით მამუკა ხაზარაძის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.

მისი თქმით, თუ ამ საკითხზე ისინი დამატებით ბრალდებებს ახმოვანებენ, ეს ერთმანეთში შეუძლიათ გაარკვიონ.

"დამატებით თუ რაღაცებს დაამატებენ ან გამოაკლებენ გარემოებებს, ეს მათი გადასაწყვეტია, ერთმანეთში გაარკვიონ. გამოძიებისთვის თუ რომელიმე ინფორმაცია მნიშვნელოვანია, ახალ გარემოებებთან დაკავშირებით შესაბამის გამოკითხვებს ჩაატარებენ, ეს ჩემი საქმე არ არის, გამოძიება რას გააკეთებს. არ ვიცი, ახალი ბრალდებები მათ შორის რით არის გამოწვეული, ჩემთვის საინტერესო არ არის და არც ხალხისთვის, მათ შორის", - განაცხადა მდინარაძემ.

კითხვაზე, რატომ იჭერს ახლა, ამ საკითხზე ნეიტრალურ პოზიციას მმართველი გუნდი მაშინ, როცა გახარიას მათი მთავრობის მეთაურს წარმოადგენდა, მდინარაძე აცხადებს, რომ მედია კითხვის ასე ფორმულირებით და მისი განცხადების ნეიტრალურად შეფასებით, შესაძლოა მის დაკომპლექსებას ცდილობს, მაგრამ მას პოზიცია არ შეუცვლია და ასეთივე პოზიცია ჰქონდა მაშინაც, როცა გახარია მათი გუნდის წევრი იყო, რომ არც ერთი გუნდის წევრის მიმართ მსგავსი დავალება წერილის გადაცემაზე, არ გაცემულა.

"რადგან თქვენ შეფასებებზე გადახვედით და ეს ნეიტრალური იყო, ულტრა - მემარჯვენე, ულტრა - მემარცხენე თუ რომელი პლატფორმიდან ვლაპარაკობდი, ამაზეც კი გადახვედით კითხვაში, მაშინ მე გიპასუხებთ - მმართველი გუნდი გამიჯნულია მსგავს დამოკიდებულებებს, რასაც დღეს ისინი ერთმანეთს აბრალებენ. ყოველთვის გამიჯნული იყო, მაშინაც, როცა ეს ადამიანი პრემიერ - მინისტრი იყო და ამიტომ იყო მაშინაც დაუჯერებელი ჩემთვის და დღესაც მსგავსი რაღაცები, მაგრამ თქვენ, ჟურნალისტები თუ ჩემი განცხადებების შეფასებებს დაიწყებთ, ასევე გეტყვით, რომ მე ნეიტრალური კი არ ვარ ამ შემთხვევაში, მე ვარ კონკრეტული ინფორმაციის მატარებელი ადამიანი ამ შემთხვევაში, რომ მსგავსი ჩვენი მხრიდან, არასდროს გუნდის არც ერთი წევრის მიმართ, არც დავალება, არც თხოვნა, არც მოწოდება არ ყოფილა, რომ ერთმანეთისთვის წერილები გადაეცათ. მე ამას მაშინაც გამოვრიცხავდი, ახლაც გამოვრიცხავ, მაგრამ ისინი ურთიერთბრალდებებში რაღაცებს გამოაკლებენ თუ მოამატებენ და თქვენ ახლა გნებავთ დამაკომპლექსოთ, რომ ნეიტრალური პოზიცია გამოდის, არა, მე მაშინაც ასე ვფიქრობდი და ახლაც ასე ვფიქრობ", - განაცხადა მდინარაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა