ფინანსთა მინისტრი - ფინანსთა სამინისტრო აქტიურად მონაწილეობს კაპიტალის ბაზრის განვითარების პროცესში

ფინანსთა სამინისტრო აქტიურად მონაწილეობს კაპიტალის ბაზრის განვითარების პროცესში, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, დღეს ეკონომიკის დაფინანსების მთავარ მექანიზმად საბანკო კრედიტი რჩება, რაც ჩვენი ეკონომიკის განვითარების მიზნებზე საპასუხოდ არასაკმარისია.

„ჩვენ შემოვიღეთ კაპიტალის ბაზრის დაბეგვრის ძალიან ლიბერალური რეჟიმი. პრაქტიკულად, ყველა მიმართულებით ჩვენ გავანულეთ განაკვეთები. დავხვეწეთ საკანონმდებლო გარემო და მივუახლოვეთ საუკეთესო საერთაშორისო სტანდარტებს. საპენსიო რეფორმით, შევქმენით საკმაოდ მნიშვნელოვანი საინვესტიციო ბაზა. კაპიტალის ბაზრისათვის კრიტიკულია ბენჩმარკ ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარება. ჩვენი თანმიმდევრული ნაბიჯებით, საკმაოდ დიდ წარმატებას მივაღწიეთ - მთავრობის ფასიან ქაღალდებში ხშირად უცხოელი ინვესტორები დომინირებენ, რაც ასევე ქმნის ინვესტორთა ბაზას კორპორატიული ფასიანი ქაღალდებისათვის“, - განაცხადა ხუციშვილმა.

მისი განმარტებით, ბოლო პერიოდში გამოიკვეთა ინვესტორთა ზრდის მაღალი პერსპექტივები, თუმცა, მთავარ გამოწვევად ემიტენტების მცირე რაოდენობა რჩება.

„ჩვენ სხვადასხვა მექანიზმებით უნდა წავახალისოთ ადგილობრივი კორპორაციები უფრო აქტიურად გამოვიდნენ კაპიტალის ბაზარზე. განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა აქვს სახელმწიფო საწარმოებს და მათი კაპიტალის ბაზარზე გამოსვლის შესაძლებლობის ზრდას. ამ არგუმენტითაც უმნიშვნელოვანესია სახელმწიფო საწარმოების რეფორმა“, - აღნიშნა ხუციშვილმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს