ბადრი ჯაფარიძე - ის ღონისძიებები და სანქციები, რომელიც გათვალისწინებულია კანონპროექტით, არის არაპროპორციული - ეს სიტყვა პირდაპირ ნახსენებია ვენეციის კომისიის დასკვნაშიც

ის ღონისძიებები და სანქციები, რომელიც გათვალისწინებულია ამ კანონპროექტით, არის არაპროპორციული. ეს სიტყვა პირდაპირ ნახსენებია ვენეციის კომისიის დასკვნაშიც, - ამის შესახებ ფრაქცია „ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ პარტიების დაფინანსებასთან დაკავშირებულ კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა.

მისი შეფასებით, ვენეციის კომისიის ასეთი დასკვნის შემთხვევაში ეს კანონპროექტი ამ ფორმით არ უნდა გამოსულიყო და ერთადერთი ცვლილება რაც ,,ქართულმა ოცნებამ” განახორციელა არის ის, რომ ეს კანონი ამ წლის ნაცვლად 2022 წელს ამოქმედდება.

„ვენეციის კომისიის დასკვნა ცალსახად ამბობს, რომ ეს კანონპროექტი უნდა იყოს გადასინჯული. ის ღონისძიებები და სანქციები, რომელიც გათვალისწინებულია ამ კანონპროექტით, არის არაპროპორციული, ეს სიტყვა პირდაპირ ნახსენებია ვენეციის კომისიის დასკვნაშიც. ამ კანონპროექტმა შესაძლოა, საფრთხის ქვეშ დააყენოს პოლიტიკური პარტიის არსებობა, ცხადია, ასეთი დასკვნის შემთხვევაში ეს კანონპროექტი ამ ფორმით არ უნდა გამოსულიყო. ერთადერთი ცვლილება რაც „ქართულმა ოცნებამ” გააკეთა არის ის, რომ ეს კანონი ამოქმედდება 2022 წელს, ამ წლის ნაცვლად. ამიტომ, დამოკიდებულება ამ კანონის მიმართ არის უარყოფითი, შარლ მიშელის შეთანხმებაში საუბარია სწორედ ამ კანონპროექტზე და იმაზე, რომ გათვალისწინებული უნდა იყოს ვენეციის კომისიის დასკვნა, სამწუხაროდ ამის იგნორირება მოახდინა ,,ქართულმა ოცნებამ”, - აღნიშნა ბადრი ჯაფარიძემ.

ცნობისთვის, პარლამენტმა 80-ხმით, 27-წინააღმდეგი პარტიების დაფინანსებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ინიციატივა მიიღო.საკანონმდებლო პაკეტზე კენჭისყრა მეორე მოსმენით გაიმართა.

საკანონმდებლო პაკეტის მიხედვით, პარტია, რომელიც მანდატებზე უარს იტყვის, საბიუჯეტო დაფინანსებასა და კანონით განსაზღვრულ რიგ პრივილეგიებს კარგავს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს