მამუკა ხაზარაძე ე.წ. მუქარის წერილზე - ამ ხნის განმავლობაში ველოდებოდით, რომ გამოძიება დაიწყებოდა

ჯაფარიძეს გადასცეს წერილი, ველოდებოდით გამოძიებას, რადგან ამ თემის ნიველირების მცდელობა დავინახეთ, კიდევ ერთხელ დავაზუსტეთ ეს გარემოება - დაველოდოთ პროკურატურას, რომელიც პოლიტიზებულია , - ამის შესახებ "ლელოს" ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

ხაზარაძე აცხადებს, რომ ამ გარემოებაზე ის ადრე გაკეთებულ კომენტარებშიც მიუთითებდა.

მისი თქმით, ამასთან ერთად, პროკურატურამ არ გამოიძია წერილზე აღმოჩენილი 20 ანაბეჭდი ვის ეკუთვნის.

"მე მინდა გადახედოთ ყველა ჩვენს წინა გამოსვლებს, ყველგან არის ნათქვამი, რომ წერილი იქნა გადმოცემული გახარიას მიერ და საუბარი იყო იმაზე, იყო თუ არა ბადრი ჯაფარიძე შუამავალი. ბადრი ჯაფარიძე შუამავალი ვერ იქნებოდა, მას გადასცეს წერილი, როგორც ადრესატს ჩემთან ერთად. ჩვენ ამ ხნის განმავლობაში ველოდებოდით, რომ დაიწყებოდა გამოძიება, რადგან ამ თემის ნიველირების მცდელობა დავინახეთ, კიდევ ერთხელ დავაზუსტეთ ეს გარემოება იმის მიუხედავად, რომ პროკურატურაში დიდი ხანია დევს ინგლისიდან ჩამოტანილი ანაბეჭდები, რაზეც ასევე არ დაწყებულა გამოძიება. აქ ყველაფერი ნათქვამია და ყველა დაველოდოთ, რას მოიმოქმედებს პროკურატურა, რომელიც არის პოლიტიზირებული", - განაცხადა ხაზარაძემ.

სტეპან გრიგორიანი - თუ აზერბაიჯან-სომხეთს შორის ურთიერთობები დალაგდა, ევროპასთან ჩინეთის დამაკავშირებელი რკინიგზის პროექტში სომხეთი იქნება გათვალისწინებული, მანამდე კი ამ თემაზე საუბარი შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.05.2023
ვახტანგ ძაბირაძე - ხელისუფლებას რუსეთის მიმართ კაპიტულაცია აქვს გამოცხადებული, ამისთვის შინაგანად მზაობის დასტურია ის განცხადებები, რასაც ხელისუფლებისგან ვისმენთ
PSP გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს
სამი ამბავი, რის შემდეგაც „ნაცრისფერი“ iPhone-ის ყიდვას გადაიფიქრებთ
კარფურის ახალი კამპანია - „ქართული პროდუქტები“