სასამართლომ „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეთა აქციაზე პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულს პატიმრობა შეუფარდა

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეთა აქციაზე პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ დავით ხუციშვილს პატიმრობა შეუფარდა.

დაცვის მხარე აქტივისტის აღმკვეთი ღონისძიების გარეშე დატოვებას ითხოვდა, თუმცა მოსამართლემ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

დავით ხუციშვილი 29 მაისის ინციდენტზე 10 ივნისს დააკავეს. პროცესის პარალელურად სასამართლოსთან „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეთა აქცია მიმდინარეობდა. აქციის მონაწილეების თქმით, მათ წინააღმდეგ რეპრესიები მიმდინარეობს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა