ირაკლი ზარქუა ხაზარაძეს - თბილისი როდის გიყვარდათ ბატონო მამუკა, როდესაც დედაქალაქს სთხოვდით, სატყეო ზონა სამშენებლო ზონად გადაგექციათ?

წლების განმავლობაში მეგონა, რომ ბატონი ხაზარაძე იყო სიმართლის, კეთილსინდისიერი ბიზნესის, არაორმაგი სტანდარტის ეტალონი. ალბათ, ამისთვის მაინც ღირდა შემოსვლა პარლამენტში, რომ გამეგო ვინ ვინ არის, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ პარლამენტის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, სრული ცილისწამებაა დედაქალაქის მერისა და მისი გუნდის წინააღმდეგ მიმართული ის განცხადებები, რაც ფრაქცია „ლელო-პარტნიორობა საქართველოსთვის“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ პარლამენტის სხდომაზე გააკეთა.

„რაც შეეხება დღევანდელ „ამნისტიის კანონს“, მეგონა, თქვენ დაგვასწრებდით და იტყოდით, ძალიან მაგარია და გვერდით დავუდგებიო. ამის მაგივრად, დაიწყეთ გაუგებარი პრეტენზიების წამოყენება. თბილისი როდის გიყვარდათ, ბატონო მამუკა? როდესაც დედაქალაქს თხოვდით, სატყეო ზონიდან 5 ათასი სამშენებლო ზონად გაგეკეთებინათ? მაშინ გიყვარდათ ალბათ თბილისი. თუ მაშინ გიყვარდათ, როდესაც თქვენი სათავო ოფისის მშენებლობისთვის ნაგვით აავსეთ ხევები? ნუ ეცდებით ამის უარყოფას, ჯარიმები მაქვს აგერ მოტანილი. ამას თუ გიმალავენ, მაშინ გამოდით და თქვით, რომ ვერ მართავთ კომპანიას. ნაგვით ავსებდით ხევებს ვაშლიჯვარში, დღეს რომ პრობლემა გვაქვს. ორმაგი სტანდარტი მიუღებელია ჩემთვის და ჩემი კოლეგებისთვის, ამას არ გაგიტარებთ. თუ მაშინ გიყვარდათ თბილისი, როდესაც რეკრეაციული ზონიდან ითხოვდით საცხოვრებელი ზონის აშენებას და 41 000 კვადრატით მეტი ააშენეთ?,– მიმართა ირაკლი ზარქუამ ფრაქცია „ლელო-პარტნიორობა საქართველოსთვის“ ლიდერს.

ირაკლი ზარქუას განცხადებით, დღეს ვერავინ ააშენებს კორპუსებს სტადიონებზე და რეკრეაციულ სივრცეებში.

კახა კალაძის მერობის პერიოდში დედაქალაქმა განვითარების გენერალური გეგმა მიიღო. თქვენ მიერ მოწონებულმა სააკაშვილმა კი სატყეო ზონა გააქრო და რისი დამსახურებაც იყო, რომ ტყე გაყიდულია, რაც ჩვენ დავუბრუნეთ. სატყეო ზონა, 138 მილიონი კვადრატი არის ახლა რუკაზე. რეკრეაციული ზონა, 4 მილიონით გაიზარდა, სწორედ კახა კალაძის დამსახურებით, საკრებულოს შუამდგომლობით და გვერდით დგომით“, – აღნიშნა ირაკლი ზარქუამ.

რაულ ჩილაჩავა - აშშ რუსეთის პრეტენზიებზე მომავალ კვირაში გასცემს წერილობით პასუხს, ეს უკვე საინტერესოა, დაველოდოთ
პაატა დავითაია - ნეიტრალური პოზიციით ხელისუფლებამ  შესაძლოა,  ისეთი დარტყმები მიიღოს, რაც მას  სრულად ჩამოშლის
ქართული პრესის მიმოხილვა 20.01.2022
გიორგი კანაშვილი - უკვე გაჩნდა დაკვეთა სხვა პოლიტიკური კულტურის მქონე პოლიტიკოსებზე და დროა, პოლიტიკოსებმა ალღო აუღონ ახალ რეალობას
რუსეთის პოლიტიკური-სამხედრო დემარში:   მეტად კონკრეტულად ცალკეული ასპექტების შესახებ
"ავერსსა" და ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი განახლდა
„ლისი დეველოპმენტმა" International Property Awards-ზე უძრავ ქონებაში ორი ხუთვარსკვლავიანი ჯილდო მიიღო
PSP 2021 წლის „ლიდერ“ ბრენდად დასახელდა
მცირე და საშუალო ბიზნესების გაძლიერების პროგრამა BGROW დაიწყო
"სილქფესტი" მომხმარებლებს ორი დღით სასაუბრო და ინტერნეტ პაკეტებს შესთავაზებს!