ნიკოლოზ სამხარაძე - აუცილებელია საერთაშორისო თანამეგობრობის კონსოლიდაცია, რათა რუსეთმა შეწყვიტოს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო ქმედებები

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში, საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელმა, ნიკოლოზ სამხარაძემ, ლიეტუველ კოლეგასთან, ვილია ალეკნაიტე აბრამიკიენესთან შეხვედრა გამართა, სადაც ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოსა და ლიეტუვას დელეგაციის ფარგლებში თანამშრომლობაზე ისაუბრეს. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

„აუცილებელია საერთაშორისო თანამეგობრობის კონსოლიდაცია და მეტი მხარდაჭერა, რათა რუსეთის ფედერაციამ შეწყვიტოს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო ქმედებები", - განაცხადა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ.

ნიკოლოზ სამხარაძემ ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებზე ისაუბრა. შეხვედრისას ყურადღება გამახვილდა სამხრეთ კავკასიის რეგიონში არსებულ ვითარებასა და უსაფრთხოების საკითხებზე.

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა ვილია ალეკნაიტე აბრამიკიენეს ლიეტუვას მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტის ასევე, ჩვენი ქვეყნის ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის მტკიცე მხარდაჭერისთვის.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა