გიორგი ვაშაძე ფინანსთა მინისტრს - შეიძლება მალე "შავ სიაში" შეგვიყვანონ და ვალიც ვეღარ ავიღოთ - თქვენს ოჯახში ასე გააკეთებდით?

სანამ თქვენ ფულს იპარავდით სხვა ადამიანებთან ერთად მარტო ერთ სქემაში, ამასობაში ხალხი უმძიმეს შიმშილში, გაჭირვებაშია და ქვეყანა ეკონომიკური კატასტროფის წინაშეა - ამის შემდეგ, ზარ-ზეიმით პრეზენტაცია მე თქვენ ადგილზე, შემრცხვებოდა, როგორც მინიმუმ, - ასე მიმართა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ფინანსთა მინისტრს ლაშა ხუციშვილს „მინისტრის საათის“ ფარგლებში სიტყვით გამოსვლისას.

ვაშაძის თქმით, ქვეყანამ 25 მილიარდი ლარი ვალი დააგროვა, რის გამოც ეკონომიკა უდიდეს საფრთხეშია ჩავარდნილი. მისივე განმარტებით, ქვეყანა შესაძლოა, „შავ სიაში“ შეიყვანონ და ვალიც აღარ მისცენ.

„33 489 000 000 - ეს არის სახელმწიფო ვალი, რომელიც თქვენ დააგროვეთ საქართველოში, რომელიც ჩვენ და ჩვენმა შვილებმა უნდა გადავიხადოთ იმის გამო, რომ ეს ვალი თქვენ საიდანღაც წამოიღეთ. მარტო თქვენ არ აგიღიათ ეს ვალი, 8 წელია მუშაობთ ფინანსთა სამინისტროში და წინა ხელისუფლებებმაც აიღეს, ალბათ, ამას იტყვით ბატონო მინისტრო, მარტო ჩვენ არ ვისესხეთ ეს ვალიო, სხვებმაც ისესხესო. მე დაგითვალეთ და 21 წლის მანძილზე საქართველოს ყველა ხელისუფლებამ 8 მილიარდი ლარი ისესხა, ხოლო გასული 9 წლის მანძილზე, თქვენ, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებასთან ერთად აიღეთ 25 მილიარდი ლარი, რომლითაც საქართველოს ეკონომიკა უდიდეს საფრთხეში ჩააგდეთ. არამარტო ვალი აგვკიდეთ, გადავაჭარბეთ კრიტიკულ ზღვარს, 62%-ია მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში ვალი, წლის ბოლოს ნავარაუდებია 67%-ზე გასვლა. ბატონო ფინანსთა მინისტრო, 62, 67% ნიშნავს, რომ შეიძლება მალე შავ სიაში შეგვიყვანონ, აი, ისეთ შავ სიაში, საკრედიტო სია რომ გაქვთ თქვენ, საქართველოში ადამიანებისთვის, სესხს რომ ვეღარ იხდიან, ასეთივე შავ სიაში შეიძლება შეიყვანონ საქართველო და ჩვენ არათუ პრობლემები, შეიძლება ვალიც ვეღარ ავიღოთ“, - განაცხადა ვაშაძემ.

ამასთან, ვაშაძის თქმით, მარტო გასულ წელს 10 მილიარდი ლარი გადაიხადა სახელმწიფომ ჯარიმებზე იმის, გამო, რომ პროექტები არ შესრულდა.

„25 მილიარდი ლარი სად წაიღეთ? რას მოხმარდა? - ინფრასტრუქტურული პროექტები? არაერთი ინფრასტრუქტურული პროექტი წაგიკითხეთ, რომელიც დღეს გაჩერებულია. მარტო გასულ წელს 10 მილიონი ლარი ისეთ სესხებზე გადავიხადეთ, რომელზეც ავიღეთ ვალი, პროექტი არ გავაკეთეთ და ჯარიმა გადავიხადეთ. თქვენ თქვენს ოჯახში, თქვენს სახლში ასე გააკეთებდით? - არ გააკეთებდით ხომ? ვალს არ აიღებდით და პროცენტს ტყუილად არ გადაიხდიდით“, - განაცხადა ვაშაძემ.

მან ასევე ისაუბრა საქართველოში უაქციზო სიგარეტების მასიურ კონტრაბანდასთან დაკავშირებით, რომლის თანამონაწილედაც მან სხვებთან ერთად ფინანსთა მინისტრიც დაასახელა.

„ბატონო ფინანსთა მინისტრო, კალკულატორი წამოგიღეთ, 515 მილიონი გამარავლოთ 1, 7-ზე, მივიღებთ - 876 მილიონ ლარს, 876 მილიონი ლარი მოგვპარეთ ბიუჯეტიდან და წაიღეთ ჯიბეში. ეს არის თქვენივე ოფიციალური სტატისტიკა, არაფერი მე ამაზე არ დამიმატებია. დაბოლოს, სანამ თქვენ მილიარდს იპარავდით საქართველოში, ხალხი ღარიბდებოდა, სანამ თქვენ მილიარდს იპარავდით, თქვენ ფული ვერ მოძებნეთ იმისთვის, რომ სამედიცინო პერსონალისთვის პრემიები მიგეცათ, სანამ თქვენ ფულს იპარავდით არ აღმოგაჩნდათ ფული იმისთვის, რომ ბაღის მასწავლებლებს არ ჰქონდეთ არაადამიანური სამუშაო პირობები და საარსებო მინიმუმზე ნაკლებს არ იღებდნენ ხელფასს. სანამ თქვენ ფულს იპარავდით, პენსიონერებს ახდევინებთ 36%-ს საპენსიო სესხში, სანამ თქვენ ფულს იპარავდით, საქართველოდან 200 000 მუშაობაუნარიანი ადამიანი წავიდა, სანამ თქვენ ფულს იპარავდით, ადამიანებმა ოჯახი ვეღარ შექმნეს და დემოგრაფიული გენოფონდი კატასტროფულ მდგომარეობაში გვაქვს. სანამ თქვენ ფულს იპარავდით და სანამ მილიარდს იპარავდით სხვა ადამიანებთან ერთად მარტო ერთ სქემაში, ამასობაში ხალხი უმძიმეს შიმშილში, გაჭირვებაშია და ქვეყანა ეკონომიკური კატასტროფის წინაშეა. ამის შემდეგ, ზარ-ზეიმით პრეზენტაცია მე თქვენ ადგილზე, შემრცხვებოდა, როგორც მინიმუმ“, - განაცხადა ვაშაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა