თბილისის საკრებულოში კორონავირუსის პერიოდში შექმნილი ნამუშევრების გამოფენა „დარჩი კრეატიული“ გაიმართა

თბილისის საკრებულოში განათლებისა და კულტურის კომისიის ორგანიზებით, კორონავირუსის პერიოდში შექმნილი ნამუშევრების გამოფენა „დარჩი კრეატიული“ გაიმართა.

აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თბილისის საკრებულოდან აცნობეს.

როგორც მათ ინფორმაციაშია აღნიშნული, გამოფენის ფარგლებში წარმოდგენილი იყო საქართველოში და უცხოეთში მოღვაწე ცნობილი მხატვრების და ფოტოგრაფების, მათ შორის, ლიკა შხვაცაბაიას, დავით ბაძაღუას, გია გუგუშვილის, ქეთი მატაბელის, ოთარ მეგრელიშვილის, ბადრი ვადაჭკორიას, ნინო გელაშვილის და სხვა ავტორთა ნამუშევრები.

როგორც თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ, თინათინ ნიბლოშვილმა აღნიშნა, პროექტი „დარჩი კრეატიული“ წარმოადგენდა თვითიზოლაციის პირობებში შექმნილი ნამუშევრების ვირტუალურ Facebook გალერეას, რომელმაც უკვე რეალურ სივრცეში გადმოინაცვლა.

„ამ გამოფენის მიზანი იმ ნამუშევრების ექსპოზიციაა, რომელიც სპეციალურად პროექტის ფარგლებში შეიქმნა“, - განაცხადა თინათინ ნიბლოშვილმა.

დამსწრე საზოგადოებას საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ სიტყვით მიმართა.

მარიკა დარჩიამ პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა, პროცესში ახალგაზრდების ჩართულობაზე გაამახვილა ყურადღება და ორგანიზატორებს მადლობა გადაუხადა.

საღამოს დასასრულს, პროექტის მონაწილეებმა საკუთარი გამოცდილების თაობაზე ისაუბრეს და მომავალში მსგავს პროექტებში მონაწილეობის სურვილი გამოთქვეს.

ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებიდან 1 კვირაში, 27 მარტიდან 25 მაისის ჩათვლით, განათლებისა და კულტურის კომისიამ თავისი ონლაინ სივრცე დაუთმო სოციალური დისტანცირების პერიოდში შექმნილ ხელოვნების ნიმუშებს.

„დარჩი კრეატიულის“ ონლაინ გალერეას სხვაგვარად კულტურულ ჰაბადაც მოიხსენებდნენ, რომელიც ხელოვანი ადამიანებისთვის სოციალური დისტანცირების პირობებში ახალი შემოქმედებითი პროექტების განხორციელების მოტივაციად და არტთერაპიად იქცა.

პროექტის ფარგლებში, სახვითი და ფოტოხელოვნების 70-მდე ნამუშევარი განთავსდა.

ღონისძიების დასასრულს, პროექტის მონაწილეებს მადლობის სიგელები გადაეცათ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს