ნინო ბურჯანაძე ე.წ. მუქარის წერილზე ბადრი ჯაფარიძის განცხადებაზე - პოლიტიკური შეცდომაა, უნდა ეთქვა გაცილებით ადრე - „ოცნებას“ მოუწევდა თავის მართლება, გახარიას დაცვა, ახლა კი ამბობენ, ჩვენ რა შუაში ვართო, რაც უნამუსობაა

ეს არის პოლიტიკური შეცდომა ბადრი ჯაფარიძის მხრიდან - რა თქმა უნდა, მას ეს უნდა ეთქვა გაცილებით ადრე და ეს იქნებოდა გაცილებით უფრო დიდი დარტყმა გახარიასთვის, როგორც პრემიერისთვის და იქნებოდა გაცილებით დიდი დარტყმა „ქართული ოცნებისთვის“,- აღნიშნული განცხადება პარტია „ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ „ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერის ბადრი ჯაფარიძის განცხადებასთან დაკავშირებით გააკეთა, რომლის თქმითაც, ე.წ. მუქარის წერილი მას გიორგი გახარიამ გადასცა.

ბურჯანაძის თქმით, ბადრი ჯაფარიძეს წერილთან დაკავშირებით განცხადება ადრე რომ გაეკეთებინა „ქართულ ოცნებას“ ამაზე ახსნა-განმარტებების გაკეთება მოუწევდა და იძულებული გახდებოდა, როგორც საკუთარი თავი, ასევე გახარია დაეცვა.

ახლა კი, ბურჯანაძის შეფასებით, მმართველი პარტია უნამუსოდ იქცევა, როდესაც ამბობს, რომ ეს ორ ოპოზიციონერს შორის არსებული საქმეა, რომელიც მას არ ეხება.

„ადრე რატომ არ თქვა ჯაფარიძემ წერილთან დაკავშირებით? მე არ მაქვს არანაირი უფლება, ბადრი ჯაფარიძის სიტყვებში ეჭვი შემეპაროს, მას ვიცნობ, როგორც წესიერ ადამიანს და ალბათ, ასეა, როგორც ამბობს, მაგრამ ეს არის პოლიტიკური შეცდომა. რა თქმა უნდა, მას ეს უნდა ეთქვა გაცილებით ადრე და ეს იქნებოდა გაცილებით უფრო დიდი დარტყმა გახარიასთვის, როგორც პრემიერისთვის და იქნებოდა გაცილებით დიდი დარტყმა „ქართული ოცნებისთვის“. „ქართულ ოცნებას“ მოუწევდა ამაზე ახსნა-განმარტებების კეთება, თავის დაცვა, თავის მართლება, გიორგი გახარიას დაცვა. ახლა ამბობენ, რომ ორი ოპოზიციონერი რაღაცას ერთმანეთში ეკამათება, ჩვენ რა შუაში ვართო. უნამუსობაა უბრალოდ, არც კაცობაა, არც პოლიტიკოსობაა, არაფერი არ არის, რასაც ახლა „ქართული ოცნება“ აკეთებს. გუშინწინ გახარიასთან, ალბათ, კაბინეტში რომ შედიოდნენ, შუბლზე ოფლს იწმენდნენ, დღეს ის ადამიანები ასეთი ტონით ლაპარაკობენ. ესეც მახოვს ჩემი პოლიტიკური წარსულიდან - თვალებში რომ ვერ მიყურებდნენ და ენა ებმებოდათ ხოლმე და კაბინეტიდან რომ გამოვედი და პარლამენტის თავმჯდომარე რომ აღარ ვიყავი, მერე ძალიან ენები დაიგრძელეს. მე ვფიქრობ, რომ გაცილებით სერიოზული დარტყმა იქნებოდა „ქართული ოცნებისთვის“, ბადრი ჯაფარიძეს რომ ეთქვა თავის დროზე. რატომ არ თქვა, მე არ ვიცი. ალბათ, მას რაღაც მოტივაცია ჰქონდა,“- განაცხადა ბურჯანაძემ.

ცნობისთვის, ბადრი ჯაფარიძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ დაადასტურა, რომ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მას ე.წ. მუქარის შემცველი წერილი პირადად გადასცა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა