იენს სტოლტენბერგი - სამიტზე განიხილება ნატოს უწყვეტი მხარდაჭერა ჩვენი ღირებული პარტნიორების - საქართველოსა და უკრაინისთვის

ნატო-ს მომავალ სამიტზე, რომელიც 14 ივნისს არის დაგეგმილი, საქართველოსა და უკრაინისთვის მხარდაჭერის საკითხიც განიხილება. ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა სამიტის დღის წესრიგის შესახებ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

იენს სტოლტენბერგის თქმით, სამიტზე, მოკავშირეები განიხილავენ საერთაშორისო გლობალური გამოწვევების ფართო სპექტრს.

„მოკავშირეები განიხილავენ მთელ რიგ სხვა საკითხებს მათ შორისაა უსაფრთხოებაზე ჩინეთის შესაძლო გავლენა, რუსეთის აგრესიული ქმედებები და ჩვენი ორმხრივი მიდგომა, რომელიც ეფუძნება ძლიერ თავდაცვას და დიალოგს. ასევე ნატოს უწყვეტი მხარდაჭერა ჩვენი ღირებული პარტნიორების - საქართველოსა და უკრაინისთვის“, - აღნიშნა სტოლტენბერგმა.

მან 14 ივნისს, ბრიუსელში დაგეგმილ სამიტს "მნიშვნელოვანი მომენტი უწოდა ალიანსისა და კოლექტიური უსაფრთხოებისათვის".

სტოლტენბერგმა ისაუბრა სამიტზე მოსალოდნელი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების შესახებ, მათ შორის არის პოლიტიკური კონსულტაციების გაძლიერება, კოლექტიური თავდაცვის გაძლიერება და ინფრასტრუქტურისა და მიწოდების ქსელების მდგრადობა. დღის წესრიგში ასევე შეტანილია წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის გაძლიერების ძალისხმევა, მათ შორის პარტნიორობის გაღრმავების გზით და პარტნიორების მომზადებისა და შესაძლებლობების გაძლიერების გეგმებით. ლიდერები ისაუბრებენ კლიმატურ ცვლილებებზე და შეთანხმდებიან კიბერ-თავდაცვის ახალ პოლიტიკაზე, ასევე შეთანხმდებიან ნატოს შემდეგი სტრატეგიული კონცეფციის შემუშავებაზე.

”ნატო არის ყველაზე წარმატებული ალიანსი ისტორიაში, რადგან სამოცდაათ წელზე მეტია, ჩვენ სამყაროსთან ერთად ვიცვლებით. ორშაბათს, სამიტზე, ჩვენ გვექნება მასშტაბური დისკუსიები და მივიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს, რომ ჩვენი ძლიერი ალიანსი კიდევ უფრო გაძლიერდეს და ერთი მილიარდი ადამიანის უსაფრთხოება დავიცვათ“, - განაცხადა სტოლტენბერგმა პრესკონფერენციაზე.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს