მიხეილ სარჯველაძე ნინოწმინდის პანსიონზე - ყველას ბრალია, რაც მოხდა, სახალხო დამცველიდან დაწყებული ჩემით დასრულებული, ალბათ, შეიძლებოდა, უფრო ადრე რაღაც გაგვეკეთებინა

ნინოწმინდის პანსიონატში ხომ მარტო ცუდი არ მომხდარა, იქ ხომ დიდი საქმეც კეთდებოდა, თუნდაც ის, რომ ბავშვები უპატრონოდ არ ეყარნენ და რეალურად ეს პრობლემა იჭრებოდა, მაგრამ, რასაკვირველია, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ეს კარგი მოდელია ან თვალი უნდა დავხუჭოთ, თუნდაც ბევრი სიკეთის გამო, იმ დარღვევებზე, რომელზეც საუბარია,- ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სარჯველაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.

მისივე განმარტებით, ნინოწმინდის პანსიონატში ვიზიტისას გამოიკვეთა პრობლემები კონცეპტუალური ხედვების განსხვავების მიმართულებით, მაგალითად აღზრდის მეთოდებთან დაკავშირებით.

როგორც სარჯველაძემ აღნიშნა პანსიონატში იყო მდგომარეობა, რომელიც საჭიროებდა რეაგირებას და სახალხო დამცველისა და მონიტორინგის ნებისმიერი სხვა საშუალებებისთვის ხელის შეშლა არ იყო ნორმალური მდგომარეობა.

„ჩვენი საზრუნავია, ჩვენი საკეთებელია, მთელი სახელმწიფო აპარატის, რომ სრულფასოვანი მონიტორინგი, უფლებების დაცვის თვალსაზრისით, ხორციელდებოდეს, ნინოწმინდაში იქნება თუ ნებისმიერ სხვა ადგილას, სადაც არ უნდა იყოს ეს. ასეთი ხელშეშლა სახალხო დამცველისთვის ან მონიტორინგის ნებისმიერი მექანიზმისთვის, რა საკვირველია, არ არის ნორმალური მდგომარეობა. ეს ჩემი სიტყვები არ მინდა ისე იყოს გაგებული, როგორც რომელიმე მხარეს დადგომა ან წინააღმდეგობა, რომელიმე მხარესთან. სახალხო დამცველზე არ გამიჭირდება არც საყვედურის თქმა, მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში, მას აქვს უფლება, რა საკვირველია, რომ ეს გააკონტროლოს. იგივე შემიძლია ვთქვა ეკლესიასთან მიმართებით, რომელიც ამ საქმეს მოთავეობს, რასაც ჰქვია ნინოწმინდის პანსიონი. იქ ხომ მარტო ცუდი არ მომხდარა, იქ ხომ დიდი საქმეც კეთდებოდა, თუნდაც ის, რომ ბავშვები უპატრონოდ არ ეყარნენ და რეალურად ეს პრობლემა იჭრებოდა, მაგრამ, რასაკვირველია, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ეს კარგი მოდელია ან თვალი უნდა დავხუჭოთ, თუნდაც ბევრი სიკეთის გამო, იმ დარღვევებზე, რომელზეც საუბარია.

პრობლემები არის იმ მიმართულებით, რომ არის კონცეპტუალური ხედვების განსხვავება, მაგალითად, აღზრდის მეთოდებთან დაკავშირებით,“- განაცხადა სარჯველაძემ.

მისივე განცხადებით, ბავშვების საუკეთესო ინტერესი ახლა მოითხოვს, რომ კონკრეტულ ფაქტებზე საუბარი არ იყოს, რათა არ მოხდეს ბავშვების სტიგმატიზება.

„ბავშვის საუკეთესო ინტერესი ეს არის ნომერ პირველი პრიორიტეტი, ნებისმიერი სხვა პრიორიტეტი ინაცვლებს მეორე პლანზე, როდესაც საუბარი გვაქვს ბავშვის ინტერესზე. ამაში, არ მგონია, რომ ვინმე შემეწინააღმდეგოს. ამ წუთას ბავშვის საუკეთესო ინტერესი მოითხოვს იმას, რომ მაგალითად სტიგმატიზაციის თავიდან ასარიდებლად, კონკრეტულ ფაქტებზე საუბარი არ იყოს, მაგრამ მე ვიტყვი გაბედულად და ყოველგვარი დაფარვის გარეშე, იქ არის მდგომარეობა, რომელიც საჭიროებდა რეაგირებას ყველა შემთხვევაში.

ჩვენი ყველას ბრალია რაც მოხდა, სახალხო დამცველიდან დაწყებული ჩემით პირადად დასრულებული. იმიტომ, რომ, ალბათ, შეიძლებოდა, უფრო ადრე რაღაც გაგვეკეთებინა ყველას ერთად, მაგრამ ის, რომ დღეს პრობლემური იქ ნამდვილად არაფერი ხდება, ეს არის ფაქტი და ეს არის კარგი და ეს ქმნის შესაძლებლობას, რომ თუნდაც ნებისმიერი სამართალდარღვევა, რომელზეც საუბარი იყო, სრულფასოვნად გამოძიებული და შესწავლილი იქნას,“- განაცხადა სარჯველაძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს