მამუკა მდინარაძე - თუ დავკავდებით არა პოპულიზმით, არამედ რეალობის გადმოცემით, გარკვეული პოზიტიური ტენდენცია სიღარიბის დაძლევის საქმეში ხელისუფლებას ნამდვილად აქვს

თუ დავკავდებით პოპულიზმით, შეიძლება 750 ათას კაცში მოვძებნოთ არა ერთი, რომელიც შეიძლება აქ მოვიყვანოთ, შევაწუხოთ, სიუჟეტიც გაკეთდეს და ბუნებრივია, ადამიანურად და ემოციურად ეს იქნება ძალიან მძიმე, მაგრამ თუ დავკავდებით ობიექტურობით და იმ რეალობის გადმოცემით რაც ხდება, გარკვეული პოზიტიური ტენდენცია სიღარიბის დაძლევის საქმეში ხელისუფლებას ნამდვილად აქვს, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც ფინანსთა მინისტრის ლაშა ხუციშვილის ანგარიში მოისმინეს.

მისი თქმით, ჩვენ გვაქვს პროგრესი, რომელიც იმედს გვაძლევს, რომ პანდემიით მხოლოდ ქვეყანა არ დაზიანებულა და ამ დაზიანებული ეკონომიკის პირობებში ეს დინამიკა პოზიტიურად გაგრძელდება.

მისივე თქმით, პოზიტიური დინამიკის გაგრძელების ერთ-ერთი განმსაზღვრელი „სწორი საფინანსო პოლიტიკა უნდა იყოს.

"ვიმედოვნებ, რომ ჩვენ ამ პოლიტიკას, თქვენი მიმართულების პოლიტიკას სწორად დავალაგებთ იმისთვის, რომ კიდევ მეტ ადამიანს შეეხოს ეს პოზიტიური ცვლილებები და ჩვენს ოპონენტებს პოპულიზმისათვის ნაკლები სივრცე დარჩეთ. ამის მოლოდინი აქვს ჩვენს მოსახლეობასაც, იმიტომ არის, რომ ჩვენ ისინი არჩევნებში მხარს გვიჭერენ“ , - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მისივე თქმით, მთელი დღის განმავლობაში ვისმენდით, რამდენად უჭირთ ჩვენს მოქალაქეებს, ეს მართალია, ძალიან ბევრ მოქალაქეს ძალიან უჭირს და სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულებაა, ამ მოქალაქეებისთვის იზრუნოს შესაძლებლობის მაქსიმუმის ზღვარზე.

"ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში აისახება ხოლმე ციფრებში, ამიტომ, სხვა თემებზე ბევრი რომ არ ვისაუბრო, გადავწყვიტე ბოლო ორი ათწლეულის ციფრები მოვიყვანო. მსოფლიო ბანკის მონაცემების მიხედვით, სიღარიბის მაჩვენებელი იმ ხალხის ხელისუფლებაში ყოფნის დროს, რომლებიც აქ დაკავებულები იყვნენ სხვადასხვა გამონათქვამების რაც შეიძლება მაღალ რეგისტრში წარმოჩენით 2004 წლიდან, წლების მიხედვით 34,3 %-დან რომ დაიწყო, შემდეგ იყო 35,4; 36,9; 38,8 – 2007 წელს, 34,9%- 2009 წელს, 2010 წელს - 37,3; 2011 წელს – 34, 1%; 2012 წელს – 30%. ამის შემდეგ დინამიკა ასეთია, 2013 წლიდან მოყოლებული - 26%, 23,5%, 21,6%, 22%, 21,9%, 20,1% -2018-ში. 19,5% -2019 წელს. პანდემიის პერიოდში სიღარიბე გაიზარდა 1,8%-ით, დღეს გვაქვს ეს შედეგი. საუკეთესო შედეგი იყო 19.5% - 2019 წელს. 21,3% ნიშნავს დაახლოებით 750 ათასიდან 800 ათასამდე ადამიანს. როგორ შეიძლება პოპულიზმის და რეალობის, ობიექტურობის ერთმანეთისგან გამიჯვნა - თუ დავკავდებით პოპულიზმით, შეიძლება 750 ათას კაცში დაახლოებით მოვძებნოთ არა ერთი, რომელიც შეიძლება აქ მოვიყვანოთ, შევაწუხოთ, რომელზეც შეიძლება სიუჟეტიც გაკეთდეს და ბუნებრივია, ადამიანურად და ემოციურად ეს იქნება ძალიან მძიმე, მაგრამ თუ დავკავდებით ობიექტურობით და იმ რეალობის გადმოცემით, რაც ხდება, ჩვენ უნდა ვთქვათ, რომ გარკვეული პოზიტიური ტენდენცია სიღარიბის დაძლევის საქმეში ამ ქვეყანაში მოქმედ ხელისუფლებას ნამდვილად აქვს. აქედან გამომდინარე, ჩვენ რომ მიგვეღო კრიტიკა თუნდაც "ნაცმოძრაობისგან" იმასთან დაკავშირებით, როგორ შეიძლებოდა ამ მონაცემების კიდევ უფრო დახვეწა პოზიტიური გაგებით და გაუმჯობესება, ეს კრიტიკა იქნებოდა აბსოლუტურად მისაღები, მაგრამ ჩვენ როდესაც გვესმის პოპულისტური გამონათქვამები ამ საკითხებთან დაკავშირებით, ასეთს ვერ ჩავთვლით კრიტიკად და მიმღებლობაც გვექნება ნაკლები. სწორედ ამაზე ვსაუბრობდი გუშინაც, როდესაც განცხადება გავაკეთე, მოგონილ პრობლემებს როცა ეხებიან, რეალური პრობლემები და ხარვეზები რჩება გვერდზე. მიუხედავად ამ ყველაფრისა, ბატონო ლაშა, ძალიან გულწრფელად შემიძლია გითხრათ, რომ ყველა კონკრეტულ თემას სჭირდება კონკრეტული პასუხები, თუნდაც იმ ხარვეზებს, რაც შეიძლება არასწორი მონაცემების სახითაც კი წარმოადგინეს, იქ იქნება რამდენიმე საკითხი, რაც მართლაც ხარვეზს და პრობლემას წარმოადგენს და ასეთიც ბევრია, ესეც ვაღიაროთ გულწრფელად. კონკრეტული პასუხები, პრაქტიკაში მათ შორის, თუმცა იმასაც ვისურვებდი, თუ ათი საკითხი ჩამოთვალეს ხარვეზიანი და რა თქმა უნდა მუშაობის დროს ასეთი ხარვეზები არის ყოველთვის. იმ ათასიდან ათი მაინც ჩამოეთვალათ, რაც წარმატებით დასრულდა. გადაჭარბება არ იქნება თუკი ვიტყვით, რომ ამ ქვეყანაში ბოლო წლების განმავლობაში, ბევრ სოფელში სადაც არასდროს ყოფილა წყალი, არც გაზი არც გზა და ამაზე ბატონმა სოზარმა ბევრი ისაუბრა, შევიდა წყალიც, გაზიც, გზაც, აშენდა, რეაბილიტაცია ჩაუტარდა სკოლებს და ბაღებს. ეს არის ობიექტურ რეალობა, თუმცა, რა თქმა უნდა, აქაც გვაქვს ბევრი ხარვეზი, ზოგი შემსრულებლის, ტენდერში გამარჯვებული კომპანიის ბრალია, ზოგიც შეიძლება ჩვენი ბრალიც იყოს და ამ ხარვეზებს უნდა მიხედვა, მაგრამ ობიექტურობა მოითხოვს ამ პოზიტიური დინამიკის აღნიშვნას. აქედან გამომდინარე, ჩვენ გვაქვს პროგრესი, რომელიც იმედს გვაძლევს, რომ პანდემიით მხოლოდ ქვეყანა არ დაზიანებულა და ამ დაზიანებული ეკონომიკის პირობებში ეს დინამიკა გაგრძელდება პოზიტიურად და ამაში თქვენი წვლილიც უნდა იყოს ერთ-ერთი გადამწყვეტი, სწორი საფინანსო პოლიტიკა უნდა იყოს ერთ-ერთი მსაზღრელი ამ პოზიტიური დინამიკის გაგრძელებისა, რასაც გარღვევას უწოდებდა ბატონი პაატა სავსებით ობიექტურად. ვიმედოვნებ, რომ ჩვენ ამ პოლიტიკას, თქვენი მიმართულების პოლიტიკას დავალაგებთ სწორად იმისათვის, რომ კიდევ მეტად ადამიანს შეეხოს ეს პოზიტიური ცვლილებები და პოპულიზმისთვის ჩვენს ოპონენტებს ნაკლები სივრცე დარჩეთ. ამის მოლოდინი აქვს ჩვენს მოსახლეობასაც, ამიტომ არის, რომ ჩვენ ისინი არჩევნებში მხარს გვიჭერენ ხოლმე“ , - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს