თბილისის 31-ე საჯარო სკოლაში ახლად რეაბილიტირებული საფეხბურთო მოედანი გაიხსნა

თბილისის 31-ე საჯარო სკოლაში ახლად რეაბილიტირებული საფეხბურთო მოედანი გაიხსნა.

განათლების და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, თანამედროვე სტანდარტების ხელოვნურსაფარიანი მოედანი „ჯინო კაპიტალის“ დირექტორის, ნოდარ გიორგაძის ინიციატივითა და ფინანსური მხარდაჭერით მოეწყო, რომელიც ამავე სკოლის კურსდამთავრებულია.

„თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სპორტული მოედანი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა, პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გია ვოლსკიმ, პარლამენტის წევრმა რიმა ბერაძემ და „ჯინო კაპიტალის“ დამფუძნებელმა ნოდარ გიორგაძემ დაათვალიერეს.

მომდევნო ეტაპზე ნოდარ გიორგაძე სკოლის ეზოს სრულად კეთილმოწყობას და წარჩინებული მოსწავლეების მხარდაჭერას გეგმავს“, - აღნიშნავენ უწყებაში.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს