საბა ბუაძე - შემოთავაზებული ახალი ტექნოლოგიები იმედის მომცემია, რადგან  არჩევნების დღესთან დაკავშირებულ გაყალბების ძირითად სქემებს გამორიცხავს

დღეს შემოთავაზებული ახალი ტექნოლოგიები არის იმედის მომცემი იმიტომ, რომ გამორიცხავს არჩევნების დღესთან დაკავშირებულ გაყალბების ძირითად სქემებს, რომელიც ასევე ვნახეთ 2020 წლის არჩევნებში, - ამის შესახებ „ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა საბა ბუაძემ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში მისვლის შემდეგ განაცხადა, სადაც ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით იმიტირებული არჩევნების პროცესი ტარდება.

მისი შეფასებით, ასევე კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ ეს პროცესი წარიმართოს დროულად და სიახლეები დანერგილი იყოს იმგვარად, რომ თვითმმართველობის არჩევნებზე უკვე მთელი საქართველოს მასშტაბით იყოს გამოყენებული.

,,2020 წლის ოქტომბრის არჩევნებში ჩვენ ვნახეთ რამდენად კრიტიკული იყო არჩევნების დღეს მთელი რიგი პროცედურების და ტექნოლოგიების არსებობა იმისათვის, რომ არ მომხდარიყო არჩევნების გაყალბება. სწორედ ასეთი ტექნოლოგიების არარსებობამ განაპირობა გაყალბების მესამე ტალღა, რომელიც არჩევნების დღესთან იყო დაკავშირებილი. ინოვაციების გამოყენება საარჩევნო პროცესში არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი, რომ გამოირიცხოს გაყალბების ყველა ის მექანიზმი, რომელიც საქართველოში წლების განმავლობაში იხვეწებოდა სხვადასხვა სახელისუფლებო პარტიის მიერ. დღეს შემოთავაზებული ახალი ტექნოლოგიები არის იმედის მომცემი იმიტომ, რომ გამორიცხავს არჩევნების დღესთან დაკავშირებულ გაყალბების ძირითად სქემებს, რომელიც ასევე ვნახეთ 2020 წლის არჩევნებში. ასევე კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ ეს პროცესი წარიმართოს დროულად და სიახლეები დანერგილი იყოს იმგვარად, რომ თვითმმართველობის არჩევნებზე უკვე მთელი საქართველოს მასშტაბით იყოს გამოყენებული. ბუნებრივია, ეს არ გამორიცხავს გაყალბების სხვა ფორმებს რომელსაც ხელისუფლება იყენებს ყოველ არჩევნებზე, მაგალითად, მოსყიდვა, დაშინება და ყველა მანკიერება რომელიც ვნახეთ“, - განაცხადა საბა ბუაძემ.

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში იმიტირებული არჩევნები ტარდება. კენჭისყრის პროცესი ცესკოში ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვისა და გამოყენების შესაძლებლობების საკითხებზე მომუშავე სპეციალური ჯგუფის ორგანიზებით მიმდინარეობს.

ცესკო-ს ინფორმაციით, საარჩევნო პროცედურების - ამომრჩევლის რეგისტრაციის (იდენტიფიცირების), ხმის მიცემისა და ხმის დათვლის პროცესში ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით იმიტირებული კენჭისყრა 08:00 საათზე დაიწყო და 20:00 საათზე დასრულდება. კენჭისყრაში მონაწილეობის მისაღებად საარჩევნო სიაში 822 ამომრჩეველია რეგისტრირებული.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო