ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველო „ჯონსონ ენდ ჯონსონის“ ვაქცინის 130 ათას დოზას მიიღებს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველო „ჯონსონ ენდ ჯონსონის“ ვაქცინის 130 ათას დოზას მიიღებს.

მისივე თქმით, ივლისიდან ქვეყანაში შემოვა „ფაიზერი“ „ასტრაზენეკა“ „სინოვაკი“ „სინოფარმი“ და ამერიკული კომპანია "ნოვავაქსის" ვაქცინა.

„ივლისიდან ქვეყანა გადადის მასობრივ ვაქცინაციაზე. ივლისის პირველი კვირიდან ჩვენ უნდა ავიდეთ დღეში 20-25 ათას აცრაზე, რათა სამიზნე რაც გვაქვს, წლის ბოლომდე მოზრდილი მოსახლეობის მილიონ 700 ათასი ადამიანის აცრას მივაღწიოთ.

მასობრივ ვაქცინაციაზე ჩვენი ტიპის ქვეყანა უნდა გადავიდეს, მაშინ როდესაც ცივ საწყობში ყოველთვე სულ მცირე 500 ათასი ვაქცინის დოზა დევს. ამის გარანტიები გვაქვს.

ივლისში, 500 ათასიდან მილიონ დოზამდე ვაქცინა იქნება, შემდეგ 4 თვის განმავლობაში დაახლოებით 3 მლნ 600 ათასი ვაქცინის დოზა შემოვა. საუბარია 4 ვაქცინაზე - „ფაიზერზე“ „ასტრაზენეკაზე“, „სინოვაკსა“და „სინოფარმზე“. ამას მოგვიანებით დაემატება „ჯონსონ ენდ ჯონსონი“, რომელიც არის ერთჯერადი ინექციისთვის, შედარებით ცოტაა, დაახლოებით 130 ათას დოზაზეა საუბარი და ასევეა ახალი ვაქცინა „ნოვავაქსი“, ერთი-ერთი ძალიან ეფექტური ვაქცინა“, - აღნიშნავს გამყრელიძე.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო