თვითმხილველები კრწანისის ქუჩაზე, „ნიუ ჰოსპიტალსის“ ეზოში  მომხდარი ავარიის დეტალებზე საუბრობენ

თვითმხილველები კრწანისის ქუჩაზე, „ნიუ ჰოსპიტალსის“ ეზოში მომხდარი ავარიის დეტალებზე საუბრობენ. მათი განცხადებით, სატვირთო ავტომობილი, რომელიც ქვა-ღორღით იყო დატვირთული, რამდენიმე ავტომობილს შეეჯახა, შედეგად 8 პირი დაშავდა, ერთი ადამიანი კი დაიღუპა.

„მაღაზიისკენ მივდიოდი, უცებ დავინახე, რომ სატვირთო ავტომობილი მოდიოდა, რომელიც თეთრ ავტომობილს დაეჯახა. ორივე გადავარდა გზის სავალი ნაწილიდან. ცეცხლი გაჩნდა. ამის შემდეგ 112-ში დავრეკე. ვერ ვიტყვი, რომ სატვირთო ავტომობილი ძალიან სწრაფად მოძრაობდა, ცდილობდა, რომ გაეჩერებინა მანქანა, მაგრამ დაღმართზე ეს ვერ შეძლო", განაცხადა თვითმხილველმა რიტა ტუაევმა.

კიდევ ერთი თვითმხილველი კი აცხადებს, რომ ავარიის დროს დაშავებული რამდენიმე ადამიანი მათ გამოიყვანეს.

"როგორც კი ავარია მოხდა, დაახლოებით ერთ წუთში ადგილზე მივედით ბიჭები, რომლებიც იქვე, ქვემოთ ვიდექით. უცებ მოვახდინეთ მობილიზება, რამდენიმე ადამიანის გამოყვანა მოვახერხეთ. როგორც ვიცი, ერთი პირი გარდაცვლილია, თუმცა არ ვიცი ვინ არის. მგონი 8 ადამიანია დაშავებული", - აცხადებს კიდევ ერთი თვითმხილველი.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს