ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, გურიაში 6 თვის განმავლობაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ორი დოზით 97 000 ადამიანის აცრა იგეგმება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, გურიის რეგიონში მომდევნო 6 თვის განმავლობაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ორი დოზით 97 000 ადამიანის აცრა იგეგმება.

როგორც მან გურიაში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, ქვეყანაში ვაქცინის მასობრივი დოზების ქონა მაღალი ალბათობით გარანტირებულია, შესაბამისად, რეგიონებში ჯანდაცვის სექტორში არსებულ მდგომარეობაზე სასაუბროდ სახელმწიფო რწმუნებულებს, მერებს, ჯანდაცვის ხელმძღვანელებს და სამედიცინო საზოგადოებას ხვდებიან.

„რეგიონებში ადგილზე ვხვდებით სახელმწიფო რწმუნებულებს, მერებს, ჯანდაცვის ხელმძღვანელებს და სამედიცინო საზოგადოებას. დღეს ვიმყოფებოდით ოზურგეთში, კლინიკა „მედალფაში“, ძალიან კარგი შთაბეჭდილება დაგვრჩა არსებული სიტუაციით და აცრის ფორმატით. მინდა იგივე ვნახოთ შემდეგში ჩოხატაურსა და ლანჩხუთში, ჩვენ კარგად დავინახეთ რაოდენ მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრების არსებობა მუნიციპალიტეტებში. თითქმის მთელმა პანდემიამ გადაიარა მათზე, ძალიან აქტიურად არიან ჩართული საქმეში და მინდა მადლობა გადავუხადო. გვქონდა შეხვედრა სახელმწიფო რწმუნებულის აპარატში მერებთან და ჯანდაცვის წარმომადგენლებთან. ჩვენთან შემუშავებულია გეგმა-გრაფიკი 6 თვის განმავლობაში სამიზნე მაჩვენებლით, თუ რა სამიზნე მაჩვენებელი იქნება თითოეულ მუნიციპალიტეტში. გურიის რეგიონში ჩვენი სამიზნეა, რომ 97 000 ადამიანი აიცრას ორჯერადად“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა