„თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ ფარგლებში, აუდიო-მუსიკალური საღამო „ციფრული ტაეპი“ გაიმართა

„თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ ფარგლებში, „არტარეის“ და თბილისის მერიის თანამშრომლობით აუდიო-მუსიკალური საღამო „ციფრული ტაეპი“ გაიმართა. ღონისძიებას კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი და თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაია დაესწრნენ. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს.

წარმოდგენა საქართველოს აუდიოფონდში დაცული ქართველი პოეტების ხმის უნიკალური ჩანაწერებისა და სპეციალურად ამ ღონისძიებისთვის შექმნილი მუსიკის ნაერთია. ღონისძიების სტუმრებმა მოისმინეს აკაკი წერეთლის „განთიადის“, პაოლო იაშვილის „მაგიდა ჩემი პარნასის“, გიორგი ლეონიძის „ყივჩაღის პაემნის“, ზურაბ რთველიაშვილის „მე ვარ ვენახისა“ და იოსებ გრიშაშვილის „გამოთხოვება ძველ თბილისთან“ და „აპრილი თბილისში“ აუდიოჩანაწერები.

საღამო გახსნა მოდერატორმა რატი ამაღლობელმა, რომელმაც დამსწრე საზოგადოებას ქართული მწერლობისა და პოეზიის ძველი და ახალი საინტერესო ფაქტები მოუთხრო. წარმოდგენაში მონაწილეობნენ პოეტები დათო ჩიხლაძე და შოთა იათაშვილი, ხოლო საღამოს მუსიკალურად აფორმებდა ბენ ვილერის, სანდრო ჩინჩალაძისა და ვაჟა მარის ბენდი.

ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის წევრი თამარ ტალიაშვილი და თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მარიკა დარჩია.

„თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“ UNESCO-ს პროექტია, რომელიც ხორციელდება თბილისის მერიის ფინანსური მხარდაჭერით. პროექტის გენერალური სპონსორია საქართველოს ბანკი.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს