ირაკლი ღარიბაშვილი - ვამაყობ საქართველოს როლით, რომელიც შევასრულეთ აშშ-სთან მჭიდრო კოორდინაციით, კონფლიქტის დროს დაკავებული სომხეთის 15 მოქალაქის გათავისუფლების ხელშესაწყობად

ვამაყობ საქართველოს როლით, რომელიც შევასრულეთ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელ, ფილიპ რიკერთან ერთად მჭიდრო კოორდინაციით, აზერბაიჯანის მიერ კონფლიქტის დროს დაკავებული სომხეთის 15 მოქალაქის გათავისუფლების ხელშესაწყობად, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ “ტვიტერში“ ოფიციალურ გვერდზე წერს.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, სომხური მხარის მიერ აზერბაიჯანისთვის მასალების გადაცემა დანაღმული ტერიტორიების შესახებ მნიშვნელოვანი ნაბიჯია.

„სომხური მხარის მიერ აზერბაიჯანული მხარისთვის მასალების გადაცემა დანაღმული ტერიტორიების შესახებ მნიშვნელოვანი ნაბიჯია ჩვენს რეგიონში უსაფრთხოების გარემოს გასაუმჯობესებლად”, - აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი.

გია ხუხაშვილი - ავტორიტარული მიდრეკილების გარდა, ჩვენ გვყავს აბსოლუტურად არაკომპეტენტური ხელისუფლება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.02.2026
„გორგიას“ პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდო გადაეცა