შიდა ქართლის რეგიონში ახალი სამაცივრე მეურნეობა შეიქმნა

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კარალეთში, სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით შექმნილი ახალი სამაცივრე მეურნეობა პროდუქციის მისაღებად მზადაა.

როგორც სოფლის განვითარების სააგენტოს ინფორმაციაშია ნათქვამი, შპს „ქულსერვისის“ თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილ საწარმოში, ჯამურად, 1,2 მლნ ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა, მათ შორის, 600,000 ლარი გრანტია, ხოლო 300,000 ლარი - შეღავათიანი აგროკრედიტი.

მათივე ინფორმაციით, სამაცივრე მეურნეობაში 1,000 ტონა ხილის და ბოსტნეულის შენახვაა შესაძლებელი. საწარმოში სეზონურად 20-მდე ადგილობრივი დასაქმდება.

სამაცივრე მეურნეობა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი ხანიშვილმა, შიდა ქართლის რწმუნებულმა ვალერიან მჭედლიძემ და სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორმა ილია თამარაშვილმა დაათვალიერეს.

„განვლილი წლების განმავლობაში, შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში, შემნახველი და სამაცივრე ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის, ჯამში, გაცემულია 180 მლნ ლარზე მეტი ღირებულების 1,700-ზე მეტი სესხი, სახელმწიფოს მხრიდან თანადაფინანსებამ, დაახლოებით, 27 მლნ ლარი შეადგინა. შექმნილი ინფრასტრუქტურა უზრუნველყოფს ქართველი ფერმერების მიერ წარმოებული პროდუქციის მაღალი ხარისხით შენახვას და გადამუშავებას“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ.

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის თქმით, ახალი მეურნეობა საშუალებას მისცემს ფერმერებს, შეუფერხებლად დააბინაონ მოსავალი.

„სოფელ კარალეთში გაიხსნა კიდევ ერთი თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი სამაცივრე მეურნეობა. მოგეხსენებათ, შიდა ქართლი სასოფლო-სამეურნეო პროდუქტის წარმოებით გამორჩეული რეგიონია. ახალი მეურნეობა საშუალებას მისცემს ფერმერებს, შეუფერხებლად დააბინაონ მოსავალი“, - აღნიშნა შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა, ვალერიან მჭედლიძემ.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, სოფლის განვითარების სააგენტოს საგრანტო პროგრამის ფარგლებში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, მხარდაჭერილია 45-მდე სამაცივრე და შემნახველი მეურნეობა; დაფინანსება, ჯამურად, 23 მლნ ლარს აღემატება. საგრანტო პროგრამის ფარგლებში შიდა ქართლის რეგიონში შეიქმნა 25 სამაცივრე და შემნახველი მეურნეობა; სახელმწიფოს მხრიდან თანადაფინანსება, ჯამურად, 14 მლნ ლარზე მეტია.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო