ეუთო-ს თავმჯდომარე - მივესალმები სომხეთში 15 დაკავებულის დაბრუნებას და აზერბაიჯანისთვის ინფორმაციის გადაცემას - ბედნიერი ვარ საქართველოსთან, აშშ-სთან და ევროკავშირთან მუშაობით

შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი და ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარე ან ლინდე სომეხი ტყვეების სამშობლოში დაბრუნებას „ტვიტერის“ მეშვეობით ეხმაურება.

„მივესალმები სომხეთში 15 დაკავებულის დაბრუნებას და აზერბაიჯანისთვის ინფორმაციის გადაცემას, რომელიც განაღმვას შეუწყობს ხელს. ეს ეუთო-ს მნიშვნელობას აჩვენებს. ნდობის აღდგენისკენ მიმართული ეს ზომები ხელს შეუწყობს „მინსკის ჯგუფის“ თანა-თავმჯდომარეების ეგიდით მოლაპარაკებების ატმოსფეროს შექმნას. ბედნიერი ვარ საქართველოსთან, შეერთებულ შტატებთან და ევროკავშირთან მუშაობით“, - წერს ანლინდე.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია