ირაკლი ღარიბაშვილი ნატო-ს სამიტზე - ყველა შეთანხმებასა და ვალდებულებას საქართველო პირნათლად ასრულებს, ველით, რომ ეს სათანადოდ იქნება დაფასებული

ველოდებით, რომ სათანადოდ იქნება შეფასებული მიღწეული პროგრესი და ჩვენი მხრივ ყველა ვალდებულებას პირნათლად ვასრულებთ, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც ნატოს სამიტს გამოეხმაურა.

მისივე თქმით, მმართველი გუნდი ელის, რომ ნატო - ს სამიტზე საქართველოში მიღწეულ პროგრესს სათანადოდ დაინახავენ და დააფასებენ.

„ჩვენ ველოდებით, რომ სათანადოდ იქნება შეფასებული მიღწეული პროგრესი და ჩვენი მხრივ ყველა ვალდებულებას პირნათლად ვასრულებთ, იმას რაც განსაზღვრულია წინა ნატო-ს დეკლარაციებში, თუ მიღებულ შეთანხმებებში. ყველა შეთანხმებასა და ყველა ვალდებულებას საქართველო პირნათლად ასრულებს. ჩვენ ველით, რომ ეს სათანადოდ იქნება ასახული და დაფასებული“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

შეგახსენებთ, ბრიუსელში ნატო-ს სამიტი 14 ივნისს გაიმართება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა