საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ უკრაინულ გადაცემა ,,არიოლ ი რეშკას“ უმასპინძლა

ცნობილმა უკრაინულმა სატელევიზიო შოუმ ,, არიოლი და რეშკა - სამყაროს საოცრებები“ მორიგი გადაცემა საქართველოზე, კერძოდ, სვანეთზე მოამზადა. შოუს გადამღები ჯგუფი საქართველოს კიდევ ერთხელ ეწვია. ამის შესახებ ინფორმაციას აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.

მათივე ცნობით, სატელევიზიო შოუში საქართველოს ორი აეროპორტი წარმოჩინდა როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივი.

“ცნობილი უკრაინული სატელევიზიო შოუს წარმომადგენლების მასპინძელი ამჯერად ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანება’’ იყო.

სცენარის მიხედვით, საქართველოში ტურისტად ჩამოსული შოუს მონაწილეები ანტონი და ვასილისა სხვადასხვა სატრანსპორტო საშუალებებს ეძებენ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან სვანეთში მოსახვედრად. როგორც სვანეთთან ყველაზე ახლოს დაკავშირებული საერთაშორისო აეროპორტი, გადაღებების ნაწილი ქუთაისის განახლებულ აეროპორტში წარიმართა. საიდანაც მესტიის მიმართულებით ე.წ. შოუს მდიდარი მონაწილე გოგონა საკუთარი თვითმფრინავით გაემგზავრა, ხოლო შოუს ღარიბი მონაწილე ბიჭი, რომელსაც მონეტით კენჭისყრისას 100 $ შეხვდა, სვანეთამდე ქუთაისიდან სამარშრუტო ტაქსით.

სატელევიზიო შოუში საქართველოს ორი აეროპორტი წარმოჩინდა როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივი. ტურისტული მიმართულებით კი საქართველოს ორი რეგიონი: იმერეთი და სვანეთი”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

,,საქართველო არის ქვეყანა, რომელიც განსაკუთრებული სტუმარ-მასპინძლობით გამოირჩევა. ჩვენ მის ყველაზე კოლორიტულ ნაწილში, სვანეთში მივემგზავრებით. ჩვენი დღევანდელი საოცრება იდუმალი სვანური კოშკებია”, - განაცხადეს წამყვანებმა სათავგადასავლო გადაცემის დასაწყისში.

ამასთან, სათავგადასავლო ჟანრის გადაცემა კვირაში ერთხელ Novy არხზე გადის ეთერში და ასევე, კომბინირებულად რუსეთშიც მაუწყებლობს FRYDAY TV Channel-ზე. ,,არიოლ ი რეშკას“ ჯამში 70 მლნ მაყურებელი ჰყავს. 2014 და 2016 წლებში მიღებული აქვს ჯილდოები საუკეთესო გასართობი შოუსთვის. ასევე, უკრაინის უმაღლესი სატელევიზიო ჯილდო ტელეტრიუმფი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა