„World Vision - საქართველოს“ დირექტორი - არა მხოლოდ ნინოწმინდის, არამედ ყველა დიდი ზომის არარეგულირებული პანსიონი უნდა დაიხუროს - საპატრიარქო აბსოლუტურად იზიარებს ამ მოსაზრებას

არა მხოლოდ ნინოწმინდის პანსიონატი, არამედ ყველა დიდი ზომის არარეგულირებული პანსიონი უნდა დაიხუროს და ამაზეც გვაქვს შეთანხმება - საპატრიარქო აბსოლუტურად იზიარებს ამ მოსაზრებას , - ამის შესახებ "ვორლდ ვიჟენ - საქართველოს“ დირექტორმა ეკა გურგენაძემ საპატრიარქოში გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, საპატრიარქომ გამოთქვა მზაობა და ღიაობა, რომ მოისმენენ მათ რჩევებს.

"მოისმენენ და გაითვალისწინებენ იმ საუკეთესო პრაქტიკას და სტანდარტებს, რაც არსებობს ბავშვთა დაცვის სფეროში. რაც შეეხება ნინოწმინდის პანსიონატს, რა თქმა უნდა, არამხოლოდ ნინოწმინდის პანსიონატი, არამედ ყველა დიდი ზომის არარეგულირებული პანსიონი უნდა დაიხუროს და ამაზეც გვაქვს შეთანხმება. საპატრიარქო აბსოლუტურად იზიარებს ამ მოსაზრებას. ყველა დიდი ზომის პანსიონზეა საუბარი", - განაცხადა გურგენაძემ.

ამასთან, მან აღნიშნა, რომ შეხვედრაზე სახალხო დამცველზეც იყო საუბარი და საპატრიარქომ განაცხადა, რომ მხარს უჭერს ისევე როგორც სახელმწიფო სახალხო დამცველის შეშვებას პანსიონატში. თუმცა, ეს როდის მოხდება, მისივე თქმით, ეს ჯერჯერობით უცნობია.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს