ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, ნინოწმინდის პანსიონში ამ ეტაპზე 23 ბავშვი რჩება

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ ბარკალაიას განცხადებით, ნინოწმინდის ბავშთა პანსიონში ამჟამად 23 ბავშვი

რჩება, რომლებიც სოციალური მუშაკების მეთვალყურეობის ქვეშ არიან. ამის შესახებ მან საპატრიარქოში გამართული შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

„ადგილზე იმყოფებიან სოციალური მუშაკები, როგორც უსაფრთხოების გარანტი. ასევე, ჩვენ ვმუშაობთ ოჯახების მოძიებაზე, ოჯახების გაძლიერებაზე იმისთვის, რომ მოხდეს პირველ რიგში, ოჯახებში ინტეგრაცია და ეს პროცესი გრძელდება. ამ ეტაპზე 23 ბავშვი არის ნინოწმინდის პანსიონატში. დანარჩენების დიდი უმრავლესობა ოჯახებშია გაყვანილი“, - განაცხადა ბარკალაიამ.

მისი თქმით, საპატრიარქოში გამართულ დღევანდელ შეხვედრაზე საუბარი იყო იმის თაობაზე, რომ ბავშვების ინტერესები გათვალისწინებული უნდა იყოს.

„დღევანდელი შეხვედრის მიზანი პირველ რიგში იყო ის, რომ ამ პროცესში ჩართულმა ყველა პარტნიორმა დააფიქსიროს საკუთარი ხედვა და აზრი. ძალიან წარმატებული იყო ამ მიმართულებით შეხვედრა, რადგან როგორც საპატრიარქომ, ასევე სახელმწიფომ და ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორებმა ერთობლივად დავაფიქსირეთ, რომ მნიშვნელოვანია ბავშვის საუკეთესო ინტერესი და მათი უფლებეის დაცვა. დღეს ჩვენ ქვეყანაში გვაქვს ბავშვთა უფლებათა კოდექსი, ოჯახის გაძლიერების პოლიტიკა, რომელიც მიმართულია დიდი ზომის ინსტიტუციების არარსებობაზე, ოჯახის გაძლიერებაზე და ალტერნატიული ზრუნვის ფორმების ჩამოყალიბებაზე, რომელიც არის მინდობით აღზრდა, მცირე საოჯახო ტიპის სახლები. ამაზე ვისაუბრეთ არა მხოლოდ ნინოწმინდის კონტექსტში, არამედ ზოგადად, დიდი ინსტიტუციების და დიდი ბავშვთა სახლის კონტექსტში. შევთანხმდით, რომ დიდი ინსტიტუცია აღარ არის ქვეყნისთვის პრიორიტეტი და არ შეიძლება, რომ დიდი ინსტიტუცია იყოს წახალისებული. შესაბამისად, ჩვენ ერთად ასეთივე ფორმატით გავაგრძელებთ თანამშრომლობას როგორც ნინოწმინდაში, ასევე სხვაგან, რომ დიდი ზომის ინსტიტუციებში ბავშვების შეფასება, მათ საუკეთესო ინტერესების გამოვლენა, მათი ოჯახებში ინტეგრაცია იყოს წახალისებული“,-განაცხადა ბარკალაიამ.

ამასთან, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, 2022 წლის 1 -ელი აპრილიდან კანონმდებლობა შედის ძალაში, რომლის თანახმად, ნინოწმინდის ბავშთა პანსიონი შესაძლოა, დაიხუროს და მოხდეს მისი ჩანაცვლება მცირე საოჯახო ტიპის სერვისის სახით.

„კანონმდებლობით 2022 წლის 1-ელი აპრილიდან ძალაში შედის ლიცენზირების კანონის შესახებ ის პუნქტები, რომელიც დიდი ზომის ინსტიტუციების დახურვას მოიაზრებს. გამოდის, რომ პანსიონის საჭიროება აღარ იქნება, დღესაც ამ პროცესს ვაგრძელებთ. არიან ბავშვები, რომლებსაც აქვთ მიჯაჭვულობა მზრუნველებთან, რადგან აღიქვამენ მათ, როგორც მშობლებს. მათი გარემოდან გამოგლეჯვა, პირველ რიგში, მათ ინტერესს ეწინააღმდეგება. ამიტომ, ვმუშაობთ იმ ბავშვებზე, რომლებსაც ოჯახები ჰყავთ და ისინი ოჯახებში გაგვყავს. ძალიან რთულია ახლა ვადებზე საუბარი, რადგან სრულად არ არის შეფასებული ყველა ბავშვის საჭიროება ისევე, როგორც მათი ალერნატიული ზრუნვა. როგორც უკვე მოგახსენეთ, 2022 წლის 1 -ელი აპრილს კანონმდებლობა შედის ძალაში. ეს არის ყველაზე ბოლო ვადა, რომელიც კანონმდებლობით არის განსაზღვრული, მაგრამ მანამდე, ჩვენ გავაგრძელებთ ადგილობრივად მუშაობას, რომ უფრო სწრაფად მოხდეს ბავშვების საუკეთესო ინტერესების იდენტიფიცირება და ალტერნატიულ სერვისებში გადაყვანა. ავტომატურად მოხდება პანსიონის დახურვა და ალტერნატიული სერვისის შექმნა, მცირე საოჯახო ტიპის სერვისის სახით“,-განაცხადა ბარკალაიამ.

ვლადიმერ ფესენკო - ვიდრე აშშ-რუსეთს, ნატო-რუსეთსა და ეუთო-რუსეთს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს, რუსეთის მხრიდან ომის დაწყების ალბათობა დაბალია, შემდეგ კი გამორიცხული არაფერია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.01.2022
ლევან ცუცქირიძე - საქართველო უდიდეს საერთაშორისო კრიზისს გამოფიტული, დაღლილი, იმედის, ბრძოლისუნარიანობისა და მმართველობის უნარების გარეშე ხვდება
იუჯითიმ წარმატებით გაიარა კიდევ ერთი, ამჯერად ISO 20000 სტანდარტის შესაბამისი სერტიფიცირება
„ბლოქსის“ ახალი საცხოვრებელი კომპლექსი კრწანისში
Kontakt Home-ში გრანდიოზული აქცია იწყება - საღამოს ბაზარი მხოლოდ ორი დღით, 28-29 იანვარს
პროექტის - „აზერბაიჯან-საქართველოს კომბინირებული მოგზაურობა“ პრეზენტაცია გაიმართა
"ჰიდრო ჯგუფმა" ფოთის მრავალფუნქციურ სპორტულ კომპლექსში წყლის ბიოლოგიური გამწმენდი დანადგარი დაამონტაჟა
"სილქნეტი" 28 თებერვლიდან მომხმარებლებს განახლებულ პირობებს შესთავაზებს
2022 წელს JTI საქართველოში, ევროპაში და გლობალურად აღიარებულია საუკეთესო დამსაქმებლად
ქართველი მეცნიერის გიორგი ელიავას დაბადებიდან 130, ხოლო ინსტიტუტის დაარსებიდან 100 წელი შესრულდა
მერიის მიერ გაცემული 500-ლარიანი ვაუჩერით მიიღე 725 ლარის მედიკამენტი