კორონავირუსის გავრცელების საწინააღმდეგო დროებითი ღონისძიებების გასატარებლად მთავრობას უფლებამოსილების ვადა 2022 წლის 1-ელ იანვრამდე გაუგრძელდება

პანდემიის წინააღმდეგ საბრძოლველად და კორონავირუსის გავრცელების საწინააღმდეგო დროებითი ღონისძიებების გასატარებლად, მთავრობას მინიჭებული უფლებამოსილების ვადა კიდევ ერთხელ - ამჯერად, 2022 წლის 1-ელ იანვრამდე გაუგრძელდება.

“საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილების პროექტი პარლამენტს 14 ივნისის სხდომაზე წარედგინება.

აღნიშნულ კანონში ცვლილება თავდაპირველად 2020 წლის 22 მაისს შევიდა, როცა მთავრობასა და მის მიერ განსაზღვრულ სამინისტროებს დროებით მიენიჭათ უფლებამოსილება, პანდემიის წინააღმდეგ საბრძოლველად და ახალი კორონა ვირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად საჭირო წესები და ღონისძიებები დაედგინათ. თავდაპირველად ზემოხსენებული საკანონმდებლო ცვლილებების მოქმედების ვადად 2020 წლის 15 ივლისი განისაზღვრა, რომელიც 2021 წლის 1 იანვრამდე გაგრძელდა, ხოლო შემდგომ 2021 წლის 1 ივლისამდე. აღნიშული კი გულისხმობს, რომ 2021 წლის 1 ივლისიდან აღარ იმოქმედებს პანდემიით გამოწვეული ვითარებისთვის დადგენილი დროებითი ნორმები.

“არსებული რეალობიდან გამომდინარე აშკარაა, რომ პანდემიასთან და მისით გამოწვეულ შედეგებთან მყისიერად და ეფექტურად გასამკლავებლად აუცილებელია გაგრძელდეს 2020 წლის 22 მაისის საკანონმდებლო ნორმების მოქმედება და მის საფუძველზე სათანადო რეგულაციების მიღებისა და საჭირო ღონისძიებების გატარების შესაძლებლობა არსებობდეს. გასათვალისწინებელია, რომ მსოფლიოს ქვეყნებს კვლავ უწევთ შესაბამისი ღონისძიებების გატარება, რათა პანდემიის პირობებში, ერთი მხრივ, გააგძელონ ჩვეული ცხოვრება და მეორე მხრივ, ებრძოლონ ვირუსსა და მისგან მომდინარე, ადამიანის ჯანმრთელობისა და სიცოცხლისათვის განსაკუთრებით საშიშ შედეგებს. ახალი კორონავირუსის (COVID19-ის) გავრცელების შესაფერხებლად და თავიდან ასაცილებლად მთელი რიგი შეზღუდვები კვლავ გრძელდება ევროკავშირის წევრ და არაწევრ ბევრ ქვეყანაში“, - ვკითხულობთ კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა