გიორგი ტყემალაძემ და საკრებულოს წევრებმა 13 ივნისის სტიქიის დროს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ, საკრებულოს წევრებთან ერთად, ვერეს ხეობაში 13 ივნისის სტიქიის დროს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.

გიორგი ტყემალაძემ დაღუპულთა მემორიალი ყვავილებით შეამკო და მათ ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადა.

„ვერეს ხეობაში დატრიალებული ტრაგედიიდან 6 წელი გავიდა. 2015 წლის, 13 ივნისი ძალიან მძიმე იყო ჩვენი ქალაქისთვის. ყველას გვახსოვს, თუ რამდენად ტრაგიკული იყო სტიქიის ღამე, რომელმაც ადამიანების სიცოცხლე შეიწირა. მინდა, პატივი მივაგო გარდაცვლილთა ხსოვნას და კიდევ ერთხელ მივუსამძიმრო მათ ოჯახებს. გარდაცვლილებს შორის იყო მეხანძრე-მაშველი ზურაბ მუზაშვილი, რომლის თავგანწირვამაც ადამიანების სიცოცხლე იხსნა, თავად კი სამწუხაროდ, დაიღუპა. პატივს მივაგებ მის ხსოვნას. იგი 13 ივნისის სტიქიის გმირია.

გარდა ამისა, 13 ივნისის სტიქიამ დაგვიტოვა დანგრეული ინფრასტრუქტურა, რომლის სწრაფად აღდგენაც ახალგაზრდა მოხალისეთა დიდი ჩართულობით და ერთმანეთის გვერდით დგომით მოხდა. ეს იყო მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისა და ერთიანობის არნახული მაგალითი, რომელიც ჩვენმა ახალგაზრდა თაობამ გვაჩვენა. მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო თითოეულ მათგანს გამოჩენილი მხარდაჭერისთვის და ჩვენი ქალაქის ასეთი სიყვარულისთვის“, - განაცხადა ტყემალაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა