გურამ ფალავანდიშვილი და მოქალაქეთა გარკვეული ჯგუფი პარლამენტთან მივიდნენ, სადაც ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონთან დაკავშირებით აქციაა დაგეგმილი

მოქალაქეთა ჯგუფი გურამ ფალავანდიშვილთან ერთად “სიცხვილიას” მიერ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონთან დაკავშირებით დაგეგმილი აქციის პარალელურად აქციას მართავს.

გურამ ფალავანდიშვილი და მისი თანამოაზრეები პარლამენტის შენობასთან შემდეგი შინაარსის ბანერებით იმყოფებიან: "გადადგეს ლგბტ ზონდერი ნინო ლომჯარია", "შორს სოდომისტების ბინძური ხელები ბავშვებისგან".

როგორც ფალავანდიშვილი აცხადებს, "ლგბტ პრაიდი და ლგბტ აქტივისტები ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონს მთავრობასთან და ტელევიზიებთან ერთად უტევენ".

"ჩვენ ვაპროტესტებთ ამ ვანდალიზმს, არაფერი პრობლემები არ არსებობს, ეს არის ზეწოლა საპატრიარქოზე და მეუფე სპირიდონზე, სასამართლოს ძალით, გაეროს დამუშავებული სოც-ფაშისტ მუშაკების ძალით ხდება ამ ბავშვების გამოყვანა და იდეალური ბავშვთა სახლის დაშლა",- განაცხადა ფალავანდიშვილმა.

შეგახსენებთ, პარლამენტთან, მოძრაობა „სირცხვილიამ“ აქცია დაანონსა, სადაც ნინოწმინდის ბავშვთა თავშესაფარში ბავშვებზე შესაძლო ძალადობის ფაქტებსა და სახელმწიფოს უმოქმედობას გააპროტესტებს.

ემილ ავდალიანი - ყველაფერი რეგიონში საქართველოს უფრო მზარდ როლზე მოასწავებს, საჭიროა მხოლოდ შექმნილი ვითარების სწორად გამოყენება
ქართული პრესის მიმოხილვა 18.08.2022
ალექსეი გარანი - პუტინს უნდა რომ უკრაინა დათმობებზე წავიდეს, მაგრამ უკრაინა მშვიდობის სანაცვლოდ, ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებული საკითხებით ვაჭრობას არ აპირებს
„ევროპელი სოციალისტების” წევრები, დავით ზილფიმიანი და ზაზა მიქაძე ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
კომპანია PSP ფარმაცევტული სექტორის განვითარებაზე კონცენტრირდება და არაპროფილური ბიზნესებიდან გამოდის
კახა ოქრიაშვილი - საერთაშორისო იზოლაცია, უვიზო მიმოსვლის შეჩერება, ტოტალური გაღატაკება - აი, ეს მოაქვს ბატონ ივანიშვილს
გავლენიანმა საერთაშორისო ბიზნეს გამოცემა Global Finance-მა 2022 წლის გამარჯვებულები გამოავლინა